მადლობა
ზოგიერთი რომანი ძნელად იწერება, ზოგიც - იოლად და „ჩემი საუკეთესო ნაწილი“ სწორედ პირველ კატეგორიაშია. ეს წიგნი, მიზეზთა გამო, ძნელი აღმოჩნდა დასაწერად - შემდეგი ადამიანები რომ არა, მე, ალბათ, ახლაც ამ რომანზე ვიმუშავებდი. ამრიგად, ზედმეტი დითირამბების გარეშე, მადლობას გადავუხდი:
ქეთის, ჩემს ცოლს - პირველად როცა შევხვდით, ეს იყო „ერთი ნახვით შეყვარება“ და მას შემდეგ, ამდენი წელი, არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობებში. შენ საუკეთესო ხარ და თავს იღბლიან კაცად მივიჩნევ, რაკი შემიძლია, ჩემი ცოლი გიწოდო.
მაილზს, რაიანს, ლენდონს, ლექსისა და სავანას - თქვენ ხალისი შემოიტანეთ ჩემს ცხოვრებაში და ყველანი მეამაყებით. თქვენ ჩემი შვილები ხართ და ყოველთვის იქნებით „ჩემი საუკეთესო ნაწილი“.
ტერეზა პარკს, ჩემს აგენტს - როდესაც ჩემი რომანის პირველი შავი ვერსია დავასრულე, „მკვეთრ მოსახვევში“ აღმოვჩნდი და სწორედ მანდ დაიმსახურე ჩემი მადლიერება, არა მხოლოდ იმისათვის, რომ ნაწარმოების გაუმჯობესებაში გამიწიე დახმარება, არამედ შენი მოთმინებისთვის, როდესაც ტექსტზე ვმუშაობდი. იღბლიანი ვყოფილვარ, შენისთანა აგენტი რომ მყავს, გმადლობ.
ჯენი რააბს, ჩემს რედაქტორს - ჩემს რომანს მხსნელად მოევლინე და შენმა შეფასებამ, მიზანში გაარტყიო, იმედი ჩამისახა. შენ არა მხოლოდ დიდებული რედაქტორი, არამედ შესანიშნავი პიროვნება ხარ. გმადლობთ.
ჰოვი სანდერსსა და კეია ხაიატიანს, კინემატოგრაფიაში ჩემს აგენტებს - „ნამდვილი მორწმუნე“ ვხდები ხოლმე, როდესაც საქმე იდეას ეხება და ამ საქმეს პატიოსნება, ჭკუა და ჟინი ამყარებს კარგი სამუშაო გამოცდილების პარალელურად. ორივე თქვენგანი ზემოჩამოთვლილი კატეგორიების განსახიერება ხარყთ და ამისათვის მუდამ მადლიერი ვიქნები თქვენი. თქვენთან თანამშრომლობით ბედმა გამიღიმა.
დენის დინოვის - პროდიუსერს ფილმისა „წერილი ბოთლში“ - და, ცხადია, ჩემი არაერთი ნამუშევრის ადაპტაციისა. შენ იმაზე მეტი ხარ ჩემთვის, ვიდრე ადამიანი, ვისთანაც ვმუშაობ. შენ ჩემი მეგობარი გახდი და ჩემი ცხოვრებაც უკეთესი გახდა. გმადლობ, ყველაფრისათვის.
მარტი ბაუენს - „ძვირფასი ჯონის“ პროდიუსერობისას დიდი დახმარება გამიწიე და ამას გიფასებ არა მხოლოდ ჩემი, არამედ მეგობრობის სახელით. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ და მიხარია, ისევ ერთად რომ ვმუშაობთ.
დეივიდ იანგს, Hachette Book Group-ის გენდირექტორს - ზედმეტი კითხვების გარეშე გამხადე „იღბლიანი“ და მადლიერი ვარ ამისათვის. გმადლობ.
ები კუნსსა და ემილი სუითს, Park Literary Group-ში - ჩემი გულწრფელი მადლიერება იმ ყველაფრისათვის, რაც ჩემი გულისათვის გააკეთე. როდესაც ჩემი დახმარება გიწევდათ, თავი არ დაგიზოგავთ და მე იმაზე მეტად მადლიერი ვარ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ოჰ, და ემილი? გილოცავთ დაქორწინებას!
ჯენიფერ რომანელოს, ჩემს გამომცემელს GCP-ში - ჩემი საქმიანობის „მფარველი“ ხარ. Grazie ყველაფრისათვის, როგორც ყოველთვის. საუკეთესო ხარ.
სტეფანი იგერს, ჩემს ასისტენტს - „როდანთის ღამეებზე“ ერთობლივი მუშაობის შემდეგ შენ ჩემს ცხოვრებას დინამიკა შემატე. ამას ვაფასებ და გმადლობ ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებ.
კორტნი ვალენტისა და გრეგ სილვერმენს, Warner Bros-ში - გმადლობთ, რომ მეც და ამ რომანსაც წინასწარ, წაუკითხავად მოგვეცით შანსი. იოლი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ ვაფასებ, იმ „არჩევანს“, თქვენ რომ გააკეთეთ. გარდა ამისა, გულის ფანცქალით ველოდები თქვენთან ხელახლა თანამშრომლობას.
რაიან ქავანასა და ტაკერ ტულის Relativity Media-ში და უიკ გოდფრის - საოცრად აღფრთოვანებული ვარ „უსაფრთხო თავშესაფრის“ ადაპტაციით და მინდა მადლობა მოგახსენოთ, თქვენთან ხელახალი თანამშრომლობის საშუუალება რომ მომეცით. ეს ჩემთვის პატივი იყო, ამიტომ თქვენ მიერ გაწეულ შესანიშნავ სამსახურს არასოდეს დავივიწყებ.
ადამ შენკმანსა და ჯენიფერ გიბგოტს - დიდი მადლობა „უკანასკნელი სიმღერის“ ფილმად გადაქცევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მჯეროდა თქვენი და თქვენც... რაღაც დაუვიწყარი შექმენიყთ.
ლინ ჰარისსა და მარკ ჯონსონს - თქვენთან მუშაობა, თუნდაც დიდი ხნის წინ, ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ვიცი, მას მერე ბევრი ფილმი შექმენით, მაგრამ მუდამ მადლობელი ვიქნები „დღიურის“ ეკრანიზაციისთვის.
ლორენცო დიბონავენტურას - გმადლობ წიგნის „გზა საკურთხევლისკენ“ ეკრანიზაციისათვის. დროის ძალას არ ძალუძს ამ ფილმისადმი ჩემი სიყვარულის განელება.
დეივიდ პარკს, შერონ კრასნის, ფლეგსა და ყველას GrandCentral Publishing-სა და United Talent Agency-ში - იმისათვის, რომ „სამი კვირა ჩემს ძმასთან“ გავატარე და აგერ უკვე თხუთმეტი წელია, ყველა თქვენგანთან ვარ დაკავშირებული. ყველაფრისთვის გმადლობთ!