ჰოლი – ფერების დღესასწაული

lp9kg

ჰოლის ფესტივალი ზამთრის ბოლო დღეს აღინიშნება და ამ დღესასწაულით ინდოელები ზამთარს ემშვიდობებიან, გაზაფხულს ეგებებიან და ამის ნიშნად  ქუჩაში საღებავებით “წუწაობენ”.  ეს უცნაური ფესტივალი ინდოეთში  ყოველთვის ეგზოტიკური, საოცარი და მრავალფეროვანი სანახაობაა.
ლეგენდის თანახმად, შავგრემან კრიშნას შურდა რომ  რადხის ნათელი სახე ჰქონდა. კრიშნამ ჰკითხა თავის დედას იაშოდის, რატომ იყო ის შავგრემანი, მან კი ხუმრობით შესთავაზა შვილს წაესვა რადხის სახეზე ის ფერი რომელიც გაუხარდებოდა. კრიშნა ასეც მოიქცა. მისი ეს საქციელი კი შემდგომ ყველა მორწმუნემ გაიმეორა. დღესასწაული თავის მხრივ სიმბოლოა ბოროტების განდევნის, ახალი სიცოცხლის დაწყების, უხვი მოსავლიანობისა და ნაყოფიერების.306523_358284404210253_357957164242977_991145_1945632617_n
ჰოლის  მეორენაირად ფერების ფესტივალსაც უწოდებენ. ეს ფხვიერი საღებავები მხოლოდ გასართობი არაა, ისინი  დამზადებულია მცენარეული მასალისაგან, ასე რომ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ამ დღეს ყველა ადამიანი ქუჩაში გამოდის, ერთმანეთს ფერად საგებავებს ესვრის და ამით გამოხატავენ გაზაფხულის მოსვლას. ამ დღეს ყველაფერი ფერადია და ყველა მხიარულობს.
კარგი იქნებოდა  თბილისშიც ,რომ იყოს რაიმე ასეთი ტრადიცია. მოუხდებოდა თბილისის მოღუშლ სახეებს ერთი დღით მაინც გაფერადება 🙂

s_h25_RTR2Z0SG            7evrx

Leave a comment