განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » იაპონელების ვიზიტი დღეს სამტრედიაში საკურას ნერგების განაშენიანებით გაგრძელდა
RDRC.GE
იაპონელების ვიზიტი დღეს სამტრედიაში საკურას ნერგების განაშენიანებით გაგრძელდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   იაპონელების ვიზიტი დღეს სამტრედიაში საკურას ნერგების განაშენიანებით გაგრძელდა.

   საკურას 100 ნერგი სამტრედიისთვის საჩუქრად გუშინ ჩამოიტანეს. სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეებში საკურას ხეივანი გაშენდება, რაც ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ ჩაითვლება.

   დავით ბახტაძე - ,,იაპონიის სიმბოლოს-საკურას სამტრედიაში გაშენებით ხელს ვუწყობთ სამტრედიაში იაპონური კულტურის შემოსვლას. იმ აქტივობებს შორის, რომელიც იაპონელთა ვიზიტის ფარგლებში დავგეგმეთ, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია.”

   სტუმრები დღეს სამტრედიაში სანიკიძის ღვინის მარანს ეწვივნენ. მათთვის ქართული ღვინის წარმოების და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა. ✅დღესვე იაპონელები ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ფერხისს” ესტუმრნენ და ქარული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ.

   ,,ძალიან მოგვწონს სამტრედია და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სტუმარ-მასპინძლობით. წლების წინ როდესაც თქვენი დღევანდელი მერი გავიცანი, მე პირადად ვუწინასწარმეტყველე, რომ ის იქნებოდა მომავალი მერი. ვხედავ ძალიან გალამაზებულია სამტრედია. სწრაფად ვითარდება აქაურობა. ჩვენც გვინდა ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქის განვითარებაში და დავისახოთ ერთობრივი გეგმები, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ქალაქ მიტოიოს და სამტრედიას'', განაცხადა შირონაკა ტოშიფუმიმ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 182