მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ისპანახი ნიგვზით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
მომზადების წესები:
ისპანახი გავარჩიოთ და გავრეცხოთ, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ.

გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ქინძის თესლი, წიწაკა, ნიორი, მარილი, გავხსნათ ძმარში და დავასხათ ცოტა ისპანახის წვენი.

დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, კამა, ქინძი, ნიახური და ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები