მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით კარაქით, კანგაცლილი თხლად დაჭრილი ლიმნით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე.
როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი - შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.


დარინა მერებაშვილი
დარინა მერებაშვილი
რეცეპტები
გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები