მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........


შტოში

 

შტოში საოცარი კენკრაა. ანტიოქსიდანტების შემცველობით ის ყველა სხვა კენკრას აღემატება. ასევე ბევრია მასში ჩ ვიტამინი. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ის სასარგებლო თვისებებს თოვლის ქვეშაც კი ინარჩუნებს, აი, მაღალ ტემპერატურას კი უფრთხის. შტოშის უნიკალური თვისება, შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი, სულ ახლახან გახდა ცნობილი. ტრადიციულად მას თავის ტკივილის, მაღალი სიცხის, სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებად იყე-ნებენ. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ავიტამინოზის საპროფილაქტიკოდ. შტოში უხვად შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს (ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უნარჩუ-ნებენ სილამაზეს თმასა და კანს), სასარგებლო მიკროელემენტებს: კალიუმს, იოდს, მაგნიუმს. ფლავო-ნოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას სრულ ათვისებას. გაითვალისწინეთ: C ვიტამინი დუღილისას იშლება, ამიტომ შტოში არ უნდა მოხარშოთ. ის უნდა გამოწუროთ, კანი შაქართან ერთად წამოადუღოთ და როცა შეგრილდება, ჩაამატოთ მასში შტოშის ცოცხალი წვენი.

გაციებისას

შტოშის წვენი კარგია გაციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. მას აქვს სიცხის დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4570 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (1)


ძმერხლი

 

ძმერხლი   Ruscus hypophyllum L. მიეკუთვნება შროშანასებრთა ოჯახს.ამავე, შროსანასებრთა ოჯახს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2181 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


კუნელი

 

კუნელი (Crataegus), ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2367 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


ევკალიპტი

 

ევკალიპტი სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა. მისი სიმაღლე საშუალოდ 50-70 მ-ია (მსოფლიოში უდიდესი ევკალიპტის სიმაღლე 155 მ-ს აღწევს). ამ ხის სამშობლო კუნძული ტასმანიაა, თუმცა ის არაერთი ქვეყნის ნოტიო სუბტროპიკულ ზონაშია კულტივირებული. დიდი ფართობი უკავია მას კავკასიაშიც - შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, აჭარასა და აფხაზეთში. ავსტრალიაში ევკალიპტს "ტყეთა ალმასს", "სიცოცხლისა და სასწაულთა ხეს" უწოდებენ. მცენარე მძლავრი ფესვთა სისტემითა და მტკიცე მერქნით გამოირჩევა. მცენარის ღეროსა და ტოტების მერქანი გლუვია, მოთეთრო-მორუხო ფერის, გარეთა შრე ადვილად იქერცლება. ახალგაზრდა და ასაკოვანი მცენარის ფოთლები არა მხოლოდ ფერით, არამედ ფორმითა და სისქითაც განსხვავდება. ევკალიპტი სიცოცხლის მესამე წლიდან შემოდგომობით ყვავილობს. ეთერზეთის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მისი ფოთლები განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა. სამედიცინო პრაქტიკაში სწორედ ფოთლები გამოიყენება, რომელთაგანაც ეთეროვან ზეთს იღებენ. ფოთლებს წლის თბილი სეზონის ნებისმიერ პერიოდში კრეფენ, თუმცა საუკეთესო ხარისხისა შემოდგომაზე მოკრეფი-ლია. ფოთლებს აშრობენ ჰაერზე, არა უმეტეს 13%-იანი ტენიანობის პირობებში ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2373 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


მოცვი

 

მოცვი – დატოტვილი ბუჩქია მოცვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ-მდე. მიწისქვეშა ყლორტები ნიადაგში იზრდება სხვადასხვა მიმართულუბით სიგრძის 1-2 მ-დე, რომლებიდანაც ვითარდება სხვადასხვა ასაკის ბუჩქები. მოცვის ყლორტები მწვანეა, სწორმდგომი, ცილინდური ან წიბოებიანი. ფოთლები თხელი აქვს, ღია მწვანე, მოგრძო, სიგრძით 1-1,5 სმ, სიგანით – 0,5-1,5 სმ, პრიალა, წვრილხერხისებრი კიდეებით. ზამთრობით ფოთოლი ცვივა. ყვავილები ღია-ვარდისფერია, მომწვანო-ნარინჯისფერ ან ნაზი იასამნისფერი ელფერით, სიგრძით 0,4-0,6 მმ, დახრილი, თითო-თითო ან ორ-ორი ყვავილის მოკლე ყუნწით. გვირგვინი ქვევრისებრი ან ნახევრადსფერულია. ნაყოფი სფეროსებრი შავი კენკრაა, 6-10 მმ დიამეტრით, სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი, დაფარულია ცვლისებრი ნაფიფქით, 1 მმ-მდე სიდიდის კვერცხისებრი თესლები აქვს. ყვავილობს მოცვი მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია საქართველოს მაღალმთიანეთში, ზოგჯერ ალპურ ზონამდეც. ამზადებენ მოცვის როგორც მწიფე ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც. მოცვის კენკრას გასაშრობად ყრიან ცხრილებზე 2-3 სმ სისქეზე, ან აშრობენ საშრობებში 35-40 გრადუსზე 2-3 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი ტემპერატურას უმ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2366 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


პოლ-პალა

 

პოლ-პალას ხალხურ მედიცინაში "ბუნებრივ ქირურგს" უწოდებენ. ეს ბალახეული მცენარე უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მისი ლათინური სახელწოდებაა Aerva Lanata. პოლ-პალა ტროპიკული სარტყლის რამდენიმე ქვეყანაში მოჰყავთ, თუმცა შედგენილობითა და, შესაბამისად, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შრი-ლანკაზე, კერძოდ, ცეილონის კუნძულზე მოყვანილი მცენარე, რომელსაც ფარმაცევტული ფირმები ისტორიული წესით აგროვებენ და საგანგებოდ ამუშავებენ. პოლ-პალაზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. იყიდება საშუალო ზომის ნაფქვავი, რომელშიც შედის როგორც ფოთოლი, ასევე ღერო, ფესვი და კალათა. აფთიაქში პოლ-პალას შეძენისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება გამოშვების თარიღს, ვადას, მწარმოებელ ქვეყანას და ხარისხის სერტიფიკატს.

სამკურნალო თვისებები

პოლ-პალას ნახარში ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. ის კენჭების დაშლასა და ორგანიზმიდან გამოდევნას განაპირობებს. ამ მცენარის წყ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2099 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


შინდი

 

შინდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შინდი ბუჩქია, მაგრამ ზოგან 8 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება, ნაცრისფერ-მომწვანო ტოტებით, რომლებზედაც ერთიმეორის პირისპირ განლაგებულია ელიფსური, კვერცხისებრი ან ლანცეტა კიდემთლიანი ფოთლები, რომელთაც 3-5 გვერდითა რკალისებრი ძარღვი აქვთ, თანაფოთლები მას არ გააჩნია. ფოთლის სიგრძე 10 სმ-მდე აღწევს. ყვავილედის ძირში გარშემო განლაგებულია 4 სიფრიფანა ფოთოლაკიანი საბურველი. ყვითელი ყვავილები ბუჩქის შეფოთვლამდე იშლება. ნაყოფი კურკიანია, წითელი, დასაწყისში მწკლარტე, შემდგომ კი მომჟავო-ტკბილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, უფრო ხშირად მარტში, მთაში კი აპრილში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან. შინდის ნაყოფი 10 პროცენტ შაქარს, 2-3,5 პროცენტ ორგანულ მჟავებს და 55 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფის და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ და ხმელ ნაყოფებს იყენებენ როგორც საწებ-სანელებელ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2983 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


გვირილა

 

გვირილა ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დროს უცვლელ საშუალებად მიიჩნევდა. გვირილას თანაბარი სიხშირით იყენებენ როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. ეს ძალიან მსუბუქი მცენარეული საშუალებაა, რომლის წინაშე უკან იხევს მრავალი სნეულება, მათ შორის - სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, დიათეზი, დერმატიტი, ეგზემა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოდან სისხლდენა. გვირილა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამკურნალო მცენარეთაგან, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს. გვირილის ნაყენი ამც ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2143 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


აბზინდა

 

აბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში< ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1993 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (0)


ფარსმანდუკი

 

ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2394 | დაამატა: natia | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 211 212 213 214 215 ... 226 227 »