ბლოგები

პოსტი “მსუქან” გოგოებზე

ავტორი: ლელუკა ლაშხი

ეს პოსტი შენზეა!

პოსტი “მსუქან” გოგოებზეა!

მთელი სამყროს იმ გოგოებზეა, მხოლოდ წონით რომ არიან სხვაზე მეტნი.

მე, ჩვენი, მთელი ამდენი ხნის დიალოგის შემდეგ დავასკვენი, რომ ისევ არაფერი შეიცვალა შენში და კვლავ იმაზე დარდი გკლავს, რაც არაფრით არ უნდა გკლავდეს, რადგან დარდიც გადამდებია, სხვა მრავალ გადამდებ თვისებასთან ერთად და შენი გარემოც ზიანდება ამით.

შენი შვილები, ახლობლები და თავად ის ქმარი, ვის გამოც ეს დღე დაგმართნია.

ადამიანმა უნდა შეიგნოს ერთი რამ და მტკიცედ შეიგნოს, რომ ზედმეტი კილოგრამები, მხოლოდ ხორცია და ტყავი, რომელსაც ეხები და დღესაა.

ხვალ შეიძლება ან გაქრეს, ან იყოს მეტი.

მაგრამ ის, რაც ამ ყველაფრის შიგნითაა, ისაა ადამიანი, ვინც უყვართ შენში, ან პირიქით.

ხორცით მხოლოდ თვალის დატკბობაა შესაძლებელი და ძალიან დროებითი კმაყოფილებაა ეს.

ხომ გაგიგია, თვალი ჭამს და სვამსო…

ჭამს და სვამს კი, მაგრამ გინახავს ვინმე, ერთი ჭამა-სმით კმაყოფილი?

მე არა. მგონია, რომ არავის.

მეც ვიყავი ერთ დროს ისეთი გამხდარი, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა იმ თვალით ჩემ ახლანდელ წონას. ახლა კი ისეთი წონა მაქვს, რომ თუ ფოტო არ ნახა ვინმემ ჩემი, იმდროინდელი, ვერაფრით დაიჯერებს, რომ მთელი 35 კილოგრამი მაქვს მეტი.
და რა შეიცვალა ამით ჩემში? არაფერი სრულიად. თუმცა კი – ტანსაცმლის ზომა.

“სიმსუქნე” მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობაა და არა სტატუსი!

ჩემი შეყვარებული ძალიან ლამაზია და ასევე ფიქრობს ჩემზეც. თუმცა, ის ძალიან გონიერი და საღად მოაზროვნეა და სრულიად სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე მატერიები. ხორციც ხომ მატერიაა.

მას სრულიად არაფერი აქვს საწინააღმდეგო ჩემ წონასთან და როცა გამიცნო, ზუსტად ასე გამოვიყურებოდი.

ტანსაცმელი მხოლოდ ტილოა და ძონძი, მატერია.

მე შევიცვალე? არა, რასაკვირველია არა!

არც შენ შეცვლილხარ და არც არავინ იცვლება.

ყველაფერი ადამიანის გონებაში წყდება. ყველა სურვილი. ყველა დამოკიდებულება. ყველა ურთიერთობა. ყველა ემოცია. ამას მხოლოდ გონება მართავს და განაგებს.

ის, ვისაც უყვარხარ, ეყვარები ყოველთვის და ყველანაირი.

მე მინახავს ძალიან გამხდარი გოგოები, ყირაზე რომ დგებიან, ოღონდ გასუქდნენ და ემართებათ დეპრესია.

მსუქნებიც, გასახდომად ათას უარეს დაავადებას რომ იმართებენ და ასევე ემართებათ დეპრესია.

რა გამოდის? შესაკრებთა გადანაცვლების ამბავია?

ჰოდა, ძალიან სასაცილო ამბავია, ანუ და არ ღირს დარდად, არც შენი და არც არავის.

ციფრები, კილოგრამები. მართლა უნდა გაგეცინოს ამაზე.

რისი თქმა მინდოდა ამით –

თუ შენი წონა, შენს ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს, არც მაგ დროს უნდა დაიღალო დარდით თავი. ადგები მოუხმობ შენ ნებისყოფას, დაალაგებ პრიორიტეტებს და მოიშორებ ზედმეტ წონას.

თუ შენ ქმარს, რომელიც, როგორც ამბობ, სანამ გასუქდებოდი, კომპლიმენტებით გიკლებდა და ახლა ზედაც არ გიყურებს, ეს ნიშნავს, რომ არ უყვარხარ და მაშინაც მხოლოდ შენი ხორცით იყო მოხიბლული.

თუ უტყდება, რომ მსუქანი ცოლი ჰყავს, პრობლემა შენში კი რა, მის ტვინშია და ამაზე შენ ნამდვილად არ უნდა დარდობდე.

ასეთ ადამიანებს კი, სიყვარულზე წარმოდგენაც არ გააჩნიათ, დამიჯერე.

სიყვარული გულშია და ტვინში და ის, ვისთვისაც ეს ფიზიკურად გამოიხატება, მენდე, არაფერი კავშირი აქვს სიყვარულთან.

ასე რომ, ცხოვრებით დატკბი და გიყვარდეს შენი თავი, შენი სხეული ისეთი, როგორიცაა და ის, ვისაც უყვარხარ, მისთვის უცვლელი ხარ ყველა მდგომარეობაში. უყვარხარ და მორჩა!