ჰირუდოთერაპია

 მკურნალობა სამედიცინო წურბელებით

მეთოდი, რომელიც გამოყენება უძველესი დროიდან, რაც მისი მაღალი ეფექტურობის დამადასტურებელია. გამოიყენება როგორც ზოგადად სამკურნალო, ასევე კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში.

წარმატებით გამოიყენება ჰირუდოთერაპია ბევრი დაავადების მკურნალობისას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინულის, ცენტრალური (ინსულტის შემდგომი პერიოდი,თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის დროს) და პერიფერიული ნერვული (ნევრიტების, რადიკულიტების და ოსტეოქონდროზების და სხვა) სისტემების, ძვალ-სახსხროვანი დაავადებების, მათ შორის მწვავე ტრავმების დროს, როგორც   ტკივილგამაყუჩებელი და ჰემატომის გამწოვი საშუალება, აგრეთვე  უშვილობის  დროს – აქტიურდება საკვერცხეების ფუნქცია,ბუასილის, პაროდონტოზის, სისხლის მომატებული შედედებისას.  ძალიან ხშირად პირველივე პროცედურა შვებას იძლევა. ჰიპერტონიის, ასევე ვენების ვარიკოზული დაავადებების,  დიაბეტური ტერფის, ლიმფოსტაზების, პოდაგრის დროს, ღრძილების ანთების, კანის დაავადებებების – ფსორიაზის და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ. ანთებითი დაავადებების – ფურუნკულოზების, კანის ინფექციების  სამკურნალოდ.

ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია  დისკოზების,სიმსუქნის  სამკურნალოდ. პროცედურებისას გამოიყენება სამედიცინო წურბელა – Hirudo medicinalis. წურბელას აქვს რეფლექტორული, მექანიკური და ბიოლოგიური მოქმედება. კანზე დასმის ადგილას წურბელა პაციენტის ქსოვილში უშვებს სპეციალურ ნივთიერებებს ნერწყვის საშუალებით. წურბელის ნერწყვი ჰირუდინი შეიცავს 150-ზე მეტ აქტიურ ნივთიერებას. ეს ფერმენტები გადადიან სისხლში და ადგილობრივ მოქმედებასთან ერთად ახდენენ შლაკებისგან ორგანიზმის გაწმენდას. პროცედურის ჩატარების შემდეგ 3 თვე ფერმენტები ცირკულირებენ სისხლში და წმენდენ მას.  ამცირებს ქოლესტერინის  დონეს და გვიცავს  თრომბული გართულებებისაგან. 

წურბელის ნერწყვის აქტიური ნივთიერებები – ჰირუდინი, ჰილურონიდაზა, ეგლინები, დესტაბილაზა  და სხვა მოქმედებენ სისხლის შემდედებელ სისტემაზე და ათხიერებს სისხლს, აუმჯობესებს კაპილარულ და ლიმფის მიმოქცევას; ასევე  აქვს აღმდგენ-შემახორცებელი, ანტიათეროგენული, იმუნომასტიმულირებელი, შეშუპების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება. აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება (კლავს გარკვეულ ბაქტერიებს). ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას, ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან. წურბელების დასმა ხშირად ხდება აქტიურ წერტილებში, რაც  ჰირუდორეფლექსოთერაპიის შედეგს იძლევა.

არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-40 წუთია, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.

კურსი საშუალოდ 10 პროცედურამდეა. თანმიმდევრულად იწმინდება ყველა სასიცოცხლო ორგანო (ღვიძლი, სწორი ნაწლავი, საკვერცხეები, თირკმელები, ნერვული სისტემა) და მათი ფუნქციონირება უმჯობესდება.

 

ჰირუდოთერაპიას გააჩნია საუცხოო გამაახალგაზრდავებელი   ეფექტი, ვინაიდან ჰირუდინი ჰიალურონის მჟავას შეიცავს.

კოსმეტოლოგიაში მისი ეფექტურობა დაფუძნებულია სპეციალური ფერმენტის შემცველობაზე, რომელიც ახდენს შემაერთებელი ქსოვილის გარდაქმნას ელასტიურ ბოჭკოებად და ასევე მიკროცირკულაციის და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაზე.

ეფექტურია ცელულიტის, დაღლილი და სტრესული კანის სამკურნალოდ, მოდუნრბული კანის სამკურნალოდ, ჩაშავებული თვალის უპეების დროს, აკნეს კომპლექსური თერაპიაში შედის, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. როზაცეას დროს, ჰირუდოთერაპიას გააჩნია საუცხოო  გამაახალგაზრდავებელი   ეფექტი და, რიგ შემთხვევებში, ძვირადღირებული მეზოთერაპიის ალტერნატივად მოიაზრება. ამგვარად, ნაადრევ  დაბერებას  აჩერებს. გამოიყენება სახის, ყელის, გულმკერდის, ხელების ზონაზე.

უკუჩვენებებია:  სისხლის შედედების დარღვევა(ჰემოფილია) , დაბალი არტერიული წნევა, ალერგია წურბელის ნერწყვზე, ანემია, ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვა, ტუბერკულოზი, ფსიქიური პრობლემები, ორსულობა, კრიტიკული დღეები,ონკოლოგია. 

მკურნალობისათვის გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი წურბელები!