ოპერის დაბადება

ermakov_thetre_29ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ოპერა როგორც ჟანრი, სრულიად შემთხვევით წარმოიქმნა და რომ იგი გენიალური შეცდომის შედეგია. აღორძინების ეპოქაში ანტიკური ბერძნული ტრაგედიით გატაცებულ ხელოვანებს ტრაგედიის პირვანდელი სახის აღდგენა უნდოდათ. მათ, რასაკვირველია, იცოდნენ, რომ ანტიკური ტრაგედიის ქოროს პარტიები მუსიკის თანხლებით სრულდებოდა, თუმცა არ იცოდნენ, ჰქონდა თუ არა მუსიკალური გაფორმება დრამატულ პარტიებს.

ძველი ბერძნული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო როგორც გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა, ასევე მუსიკალური მახვილი, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ტრაგედიის დრამატულ პარტიებსაც დღევანდელი გაგებით მუსიკალური ჟღერადობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, აღორძინების ხანის კომპოზიტორებმა ლიბრეტოს დრამატულ პარტიებს მუსიკა დაადეს და შექმნეს ის ფორმა, რომელსაც დღეს ჩვენ რეჩიტატივს ვუწოდებთ.

დროთა განმავლობაში რეჩიტატივები არიებში, დუეტებში და მთელ ანსამბლებშიც კი გადაიზარდა. სხვათა შორის, ამ ექპერიმენტატორთა შორის გალილეო გალილეის მამაც კი გახლდათ, თუმცა მისი შექმნილი საოპერო ოპუსი ისტორიას არ შემორჩა. ამ ექსპერიმენტის პირველი შედეგი იყო ჯაკოპო პერის მუსიკალური დრამა “დაფნე”, რომელიც ოტავიო რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შეიქმნა. მისი პრემიერა 1594 წელს ფლორენციაში შედგა. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1660 წელს დაიდგა.

ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი “ოპერა” მხოლოდ მე-18 საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა.

ბაროკო

ბაროკოს სტილის ოპერის მომღერლები იყვნენ თითქმის კომპოზიტორები.იმ პერიოდში მომღერლები ცვლიდნენ,ვარიაციებს აკეთებდნენ და თავიანთ თავზე ირგებდნენ.

ვარიაცია- არის თემის განვითარება,აკეთებდნენ და ამატებდნენ ნოტებს,ტექნიკურად ავითარებდნენ.ოპერა გახდა შეჯიბრი,ხალხი მიდიოდა ვირტუოზების სანახავად ,ვინ უფრო კარგად აიღებდა მაღალ ნოტს.ოპერას შინაარსი დაეკარგა,არავინ უსმენდა აღარ აინტერესებდათ აზრი,ისინი მხოლოდ ვირტუოზებს უსმენდნენ…ეს გაგრძელდა კლასიკურ ეპოქაშიც.

ნეოკლასიკური ეპოქამე 17 საუკუნიდან მე_  18 მდე არის ნეოკლასიკური ეპოქა,მაშინ მოღვაწეობდნენ ბეთხოვენი,მოცარტი და ჰაიბნი.

კლასიკურ ეპოქასი მომღერლებს არ გააჩნდათ სკოლა და ტექნიკა,მღეროდნენ თავიანღი ბუნებით.

რეჩიტატივები იყო ძირითადად აკომპანირებული კლავისინით,ამ ეპოქაში ორკესტრის შემადგენლობასი იყო მაქსიმუმ 20 ადამიანი.ოპერა არ იყო დახვეწილი და განვითარებული,კლასიკური პერიოდის შედევრი იყო მოცარტის  დონ ჟუანი  -1785.,,,პირველად პრაღის თეატრში დაიდგა.

ბეთხოვენს მხოლოდ ერთი ოპერა აქვს  დაწერილი,”ფიდელიო” რომელიც წარუმატებელი იყო.

კლასიკურ ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხმები იყო სოპრანო და ბას-ბარიტონი.ამ ეპოქაში ძირითადად იყო მხიარული და კომიკური სპექტაკლები აქედან გამომდინარე დონ ჟუანი ერთადერთი ოპერა იყო რომელსაც ტრაგიკული ფინალი აქვს ,ამ ეპოქის სპექტაკლებში არავინ არ კვდებოდა.

რომანტიული ეპოქა

მე-18 ში იწყება რომანტიკული ეპოქა სადაც მთავრდება კლასიკური,რომანტიულ ეპოქაში მოღვაწეობდნენ გაეტანო დონიცეტი,ჯუზეპე ვერდი,ჯოაკინო როსინი,ჯაკომო პუჩინი

რომანტიულ ეპოქაში გაჩნდა მომღერალი ტენორი რომელმაც ,,დო” აიღო მკერდით,მანამდე იყო ბელკანტო ,რომანტიულში გამოხატეს სერიოზული სცენები:სიყვარულის,ჩხუბის.სიკვდილის..

ეს ცვლილება მოხდა როსინის ოპერაში 

ამით დაიწყო რომანტიული ეპოქა… ამ ფაქტს შეეწირა ერთი ცნობილი მომღერალი,რომელსაც უნდოდა რომ დო მკერდით აეღო ,მაგრამ ვერ მოახერხა და მე 5 სართულიდან გადმოხტა.

Leave a comment