BODYBUILDING

ბოდიბილდინგი იგივე კულტურიზმი სხეულის კუნთების მიზანმიმართული გადიდება და გაძლიერებაა.
კულტურიზმში იმართება შეჯიბრებები, სადაც კულტურისტები წარმოაჩენენ თავიანთ სხეულს და ფასდებიან ქულებით ჟიურის მიერ. ყველაზე პრესტიჟულია მისტერ ოლიმპია, რომელსაც კულტურიზმის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს. ტიტულის ამჟამინდელი მფლობელია ამერიკელი ფილ ჰიტი. ყველაზე მეტჯერ (8-ჯერ) გაიმარჯვეს რონი კოულმენმა და ლი ჰეინმა.საქართველოში ბოდიბილდინგის ისტორია იწყება 1958 წლიდან, როდესაც რამდენიმე ენთუზიასტმა ვარჯიში დაიწყო. პირველი იყო ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი ენრიკო კოპლატაძე, რომელსაც შეუერთდნენ 14-15 წლის ედუარდ ბროლაძე-წერეთელი, ალექსანდრე რეპიჩევი და კოტე მაცაბერიძე. იმხანად ინფორმაცია ამ სპორტის შესახებ საქართველოში თითქმის არ მოიპოვებოდა, რადგან საბჭოთა კავშირში ბოდიბილდინგი “ბურჟუაზიულ სპორტად” ითვლებოდა და აკრძალული იყო. ენთუზიასტთა ჯგუფი, ყველა სიძნელის მიუხედავად, აგრძელებდა ვარჯიშსა და ახალი სახეობის პოპულარიზაციას. 1987 წელს საბჭოთა კავშირში დაუშვეს ბოდიბილდინგი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა. იმავე წელს საქართველოში დაფუძნდა ბოდიბილდინგის ფედერაცია (ამჟამად ეწოდება ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია), რომლის პრეზიდენტადაც კოტე მაცაბერიძე აირჩიეს. 1988 წელს თბილისში გაიმართა საქართველოს თასის პირველი ოფიციალური გათამაშება, რომელშიც დავით რაზმაძემ გაიმარჯვა. 1990 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი.

classic bodybuilding

offseason

tR8DxBgxaTs IfzA3CARPzE

 

This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი