ახალი წელი იტალიაში

capodanno_romaიტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.

იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია.

2013122621500437332

იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ, ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. იტალიელებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, სამხრეთელებს. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ.საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთლობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.იტალიურ პროვინციებში არსებობს კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლებს ახალი წლის დილას სახლში წყაროს წყალი შეაქვთ. მათი რწმენით, წყალს ბედნიერება მოაქვს.იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდებიან ახალ წელს პირველად. თუ პირველი შემხვედრი სასულიერო პირი, ბავშვიანი ქალი ან მამაკაცია, ეს არასასურველად ითვლება, ქუჩაში კუზიანი მოხუცის დანახვა კი კარგის ნიშანია.

14e20155b6e4

იტალიაშიც,ისევე როგორც გერმანიაში, ახალი წელი ემთხვევა წმინდა სილვესტრის დღესასწაულს,ამიტომ 31 დეკემბერს  ”La Festa di San Silvestro” ეწოდება.ხოლო 1 იანვარი კი არის ”Capodanno”.იტალიელები დიდი რუდუნებით ეკიდებიან წინასაახალწლო მზადებას.ისინი რთავენ სახლს და სამუშაო ადგილს.უხვადაა განათება და სიმწვანე.ახალ წელს ახალი ტანსაცმლით ხვდებან და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.საჩუქრებს ძალიან ფრთხილად ირჩევენ და მასში კონკრეტულ იდეას დებენ.საჩუქარი ძირითადად არის :კანფეტები, ქილა თაფლი–რომელიც ტკბილ ცხოვრებას და სიმშვიდეს უქადნის;ოქრო,ვერცხლი, ფული,მონეტები –კეთილდღეობისთვის;ლამფები–რომ მომავალი წელი განათებილი იყოს!ახალი წლის დადგომამდე ძველ ნივთებს ფანჯრებიდან ყრიან–ეს უძველესი ტრადიციაა,რომელიც ძირითადად სამხრეთ იტალიაშია გავრცელებული.კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია იტალიაში ის არის, რომ ახალ წელს წითელი საცვლები აცვიათ.იტალიაში შობა არის ოჯახური ზეიმი,ხოლო ახალ წელს მეგობრებთან ერტად ხვდებიან!სადღესასწაულო სუფრას დიდი ყურადღება ექცევა.სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული კერძები აქვთ,თუმცა არის ერთი რამ,რაც ყველასთვის არის დამახასიათებელი.ეს არის ტკბილი პური(ნაზუქი), რომელიც არის ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლო.იტალიაში ოსპი იღბლის მომტან მცენარედ ითვლება,ამიტომ საახალწლო სუფრაზე მის კერძსაც იხილავთ.ბარდასაც აქვს თავისი დატვირთვა–ის სიმდიდრეს იზიდავს.ღორის ხორცი და ქონიანი ძეხვის კერძი კი პორტმანს გასქელებას უქადის.უფრო კონკრეტულად კი :საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს Porchetta –ეს არის უძვლო ღორის ხორცი რომელიც აირღუმელში ბოსტნეულთან ერთად არის შემწვარი.კიდევ ერთი ’აუცილებელი’ კერძია  cotechino –ეს არის ზუსტად ის ძეხვის კერძი!ახალი წლის დადგომას იტალიელები ბოკალ შამპანიურით ხვდებან,ასევე მათ აქვთ ტრადიციად–ჭამონ ბროწეული.ახალ წელს,სტუმრების გასამხიარულებლად იტალიელები თამაშობენ “Tombola”–ეს არის ერთგვარი ლოტოს თამაში.ხშირად იმ ღამეს ქუჩაშიც გადიან, სადაც იმართება ფეირვერკები,ცეკვები.ცრურწმენებს რაც შეეხება,ასეთი ცრურწმენისა სწამთ:1 იანვარს დილით ქუჩაში თუ საპირისპირო სქესის ასაკოვან ადამიანს შეხვდები–წარმატებული წელი გელის.თუ შენივე სქესის ადამიანს ან ბავშვს შეხვდები– ეს კარგი წელი არ იქნება!00-new-year-15-rome-italy-04-01-14

 

 

 

 

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ცოტა რამ იტალიის შესახებ

capodanno_romaიტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.

იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია.

2013122621500437332

იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ, ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. იტალიელებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, სამხრეთელებს. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ.საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთლობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.იტალიურ პროვინციებში არსებობს კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლებს ახალი წლის დილას სახლში წყაროს წყალი შეაქვთ. მათი რწმენით, წყალს ბედნიერება მოაქვს.იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდებიან ახალ წელს პირველად. თუ პირველი შემხვედრი სასულიერო პირი, ბავშვიანი ქალი ან მამაკაცია, ეს არასასურველად ითვლება, ქუჩაში კუზიანი მოხუცის დანახვა კი კარგის ნიშანია.14e20155b6e4

იტალიაშიც,ისევე როგორც გერმანიაში, ახალი წელი ემთხვევა წმინდა სილვესტრის დღესასწაულს,ამიტომ 31 დეკემბერს  ”La Festa di San Silvestro” ეწოდება.ხოლო 1 იანვარი კი არის ”Capodanno”.იტალიელები დიდი რუდუნებით ეკიდებიან წინასაახალწლო მზადებას.ისინი რთავენ სახლს და სამუშაო ადგილს.უხვადაა განათება და სიმწვანე.ახალ წელს ახალი ტანსაცმლით ხვდებან და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.საჩუქრებს ძალიან ფრთხილად ირჩევენ და მასში კონკრეტულ იდეას დებენ.საჩუქარი ძირითადად არის :კანფეტები, ქილა თაფლი–რომელიც ტკბილ ცხოვრებას და სიმშვიდეს უქადნის;ოქრო,ვერცხლი, ფული,მონეტები –კეთილდღეობისთვის;ლამფები–რომ მომავალი წელი განათებილი იყოს!ახალი წლის დადგომამდე ძველ ნივთებს ფანჯრებიდან ყრიან–ეს უძველესი ტრადიციაა,რომელიც ძირითადად სამხრეთ იტალიაშია გავრცელებული.კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია იტალიაში ის არის, რომ ახალ წელს წითელი საცვლები აცვიათ.იტალიაში შობა არის ოჯახური ზეიმი,ხოლო ახალ წელს მეგობრებთან ერტად ხვდებიან!სადღესასწაულო სუფრას დიდი ყურადღება ექცევა.სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული კერძები აქვთ,თუმცა არის ერთი რამ,რაც ყველასთვის არის დამახასიათებელი.ეს არის ტკბილი პური(ნაზუქი), რომელიც არის ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლო.იტალიაში ოსპი იღბლის მომტან მცენარედ ითვლება,ამიტომ საახალწლო სუფრაზე მის კერძსაც იხილავთ.ბარდასაც აქვს თავისი დატვირთვა–ის სიმდიდრეს იზიდავს.ღორის ხორცი და ქონიანი ძეხვის კერძი კი პორტმანს გასქელებას უქადის.უფრო კონკრეტულად კი :საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს Porchetta –ეს არის უძვლო ღორის ხორცი რომელიც აირღუმელში ბოსტნეულთან ერთად არის შემწვარი.კიდევ ერთი ’აუცილებელი’ კერძია  cotechino –ეს არის ზუსტად ის ძეხვის კერძი!ახალი წლის დადგომას იტალიელები ბოკალ შამპანიურით ხვდებან,ასევე მათ აქვთ ტრადიციად–ჭამონ ბროწეული.ახალ წელს,სტუმრების გასამხიარულებლად იტალიელები თამაშობენ “Tombola”–ეს არის ერთგვარი ლოტოს თამაში.ხშირად იმ ღამეს ქუჩაშიც გადიან, სადაც იმართება ფეირვერკები,ცეკვები.ცრურწმენებს რაც შეეხება,ასეთი ცრურწმენისა სწამთ:1 იანვარს დილით ქუჩაში თუ საპირისპირო სქესის ასაკოვან ადამიანს შეხვდები–წარმატებული წელი გელის.თუ შენივე სქესის ადამიანს ან ბავშვს შეხვდები– ეს კარგი წელი არ იქნება!00-new-year-15-rome-italy-04-01-14

ძველ რომში ახალ წელს ”კალენზ” ერქვა და თავდაპირველად 1 მარტს აღინიშნებოდა; მაგრამ იულიუს კეისრის ბრძანებით (ძვ. წ. 46 წელს) დროის ათვლა ახალი კალენდრით დაიწყეს და ახალმა წელმა 1 იანვარს გადმოინაცვლა. სწორედ რომაული ღმერთის იანუსის სახელი დაედო საფუძვლად იანვრის თვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთით ძველი წლისკენ იხედებოდა, მეორეთი – ახალი წლისკენ. რომში ახალი წლის დღეები სრული თავისუფლებით აღინიშნებოდა. მდიდრები და მონები ერთად დღესასწაულობდნენ, ილხენდნენ, უძღვნიდნენ ერთმანეთს საჩუქრებს და განსაკუთრებულად მორთულ დარბაზებსა და სახლებში იმედით შეჰყურებდნენ დამდეგ წელს.

bg_home-capodanno

 

 

http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1239

http://eva.ge/2011-12-29-09-43-09/saintereso-ambebi/4-msoflio-da-axali-celi

http://cotaramitaliisshesaxeb.blogspot.com/2012/12/blog-post_8326.html

 

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ჯოჯოხეთის კარი თურქმენეთში

1367817373_original
თურქმენეთი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში, ტერიტორიის 90% ყარაყუმის უდაბნოს უკავია. სამხრეთი საზღვრის გასწვრივ აღმართულია კოპეტდაღის ქედი. მთავარი მდინარეებია ამუ-დარია და ჰარირუდი.
აქ ასევე არის ადგილი რომელსაც ჯოჯოხეთის კარიბჭეს უწოდებენ.

251781362236647

ბუნებრივი აირის საბადო თურქმენეთში, აჰალის პროვინციის სოფელ დერვაზაში. წარმოადგენს ბუნებრივი აირის წყაროს, რომელიც შეუწყვეტლად იწვის, მას შემდეგ რაც პირველად აანთეს საბჭოთა ნავთობქიმიკოსებმა 1971 წელს. დამწვარი გოგირდის მომწამლავი სუნი ვრცელდება ახლო მდებარე არეში.


ხალხი ამ ადგილს ჯოჯოხეთის კარიბჭეს ეძახის, რადგან 70 მეტრის კრატერი განუწყვეტლივ აფრქვევს ცეცხლს. გეოლოგებისთვის ეს ადგილი ნამდვილ საკვლევ ბაზად გადაიქცა. შიგნით შესვლაც სცადეს, მაგრამ დაადგინეს რომ მომწამვლელ აირს გამოჰყოფს ეს ხვრელი და თავი შეიკავეს.

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ისრაელი (ოაზისის უდაბნო)

 

ისრაელი, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ისრაელის სახელმწიფოს ფართობია 20770 კვ.კმ. (პალესტინის ავტონომიის გარეშე), ხოლო მოსახლეობა 7, 7 მლნ. ადამიანი (2013 წ.). ისრაელის დედაქალაქია იერუსალიმი, რომელიც მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე.

 

Bahai-32

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, სამწუხაროდ 2010 წელზე ახალი მონაცემები არ მოიპოვება ან დასაზუსტებელია, ამიტომ სტატიაში 2010 წლის მონაცემებია მოყვანილი.

2010 წლის მონაცემებით, ისრაელს ესტუმრა 3, 45 მლნ. ტურისტი. მათი უმრავლესობა იყო აშშ-დან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან. სწორედ აღნიშნული ქვეყნები არიან ტურისტების ძირითადი გენერატორი ქვეყნები ისრაელში. თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ჩადიან ისრაელში ტურისტები, მაგრამ მათი რაოდენობა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩასული ტურისტების რაოდენობას ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩასული ტურისტების რაოდენობის დინამიკა ბოლო წლებში იზრდება (მაგალითად, 2008 წელს ისრაელს ესტუმრა 1, 9 მლნ. ტურისტი, 2009 წელს – 2, 6 მლნ. ტურისტი, 2010 წელს კი 3, 45 მლნ. ტურისტი).

ისრაელში ტურიზმიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა 2010 წელს შეადგინა 3, 3 მლრდ. აშშ დოლარი (ანალოგიური მაჩვენებელი 2008 წელს იყო 2, 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო 2009 წელს – 2, 7 მლრდ. აშშ დოლარი). როგორც ხედავთ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელში ყოველწლიურად იზრდება. ტურიზმის სფეროში დასაქმებულია მოსახლეობის 7, 9% (2010 წელი), ხოლო ისრაელის ტურისტული ინდუსტრია მსოფლიოში 51-ე ადგილზეა 181 ქვეყანას შორის (2010 წელი).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისრაელის ტერიტორიის პატარა განფენილობის გამო, ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამიტომ ტურისტს საშუალება აქვს მცირე დროში მოინახულოს ისინი. ერთ საათში შესაძლებელია თანამედროვე ქალაქიდან უდაბნოში და ბარიდან მთაში მოხვედრა. ისრაელის ისტორია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია მოძებნო ისეთი ადგილი, რომელსაც რაიმე ისტორიულ მოვლენასთან არ ჰქონდეს კავშირი. ისრაელის მდიდარი ისტორია და თანამედროვეობა ჰარმონიულად არის ერთმანეთში შერწყმული, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ქვეყანას.

ისრაელის ძირითადი ტურისტული დესტინაციების სათავეში დგას დედაქალაქი იერუსალიმი.

იერუსალიმი – არის წმინდა ქალაქი და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი. მას აქვს თითქმის 4000 წლიანი ისტორია. იერუსალიმი წარმოადგენს სამი რელიგიის – ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის – თავშეყრის ადგილს. იერუსალიმში ძალიან ბევრი სიწმინდეა ზემოთ ჩამოთვლილი რელიგიების მიმდევართათვის. კერძოდ, იუდაისტების სიწმინდეა გოდების კედელი, ქრისტიანების სიწმინდეა მაცხოვრის ტაძარი და “ჯვარცმის გზა” (Via Dolorosa), მუსლიმებისთვის – ალ აქსას მეჩეთი (მექას და მედინას შემდეგ მნიშვნელობით მესამე სიწმინდე). ყოველწლიურად უამრავი პილიგრიმი თუ მომლოცველი ჩადის იერუსალიმში აღნიშნული სიწმინდეების მოსანახულებლად და სალოცავად. აქედან გამომდინარე, რელიგიური ტურიზმი წარმოადგენს ისრაელის ტურიზმის უმნიშვნელოვანეს სახეობას.
სურათი 1. იერუსალიმის ხედი

image
იერუსალიმის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ქალაქში მდებარე სკვერები, ბოტანიკური ბაღები და პარკები. მათ შორის გამორჩეულია: დამოუკიდებლობის პარკი, “თავისუფლების ზარის” პარკი, გივატ-რამე და სკოუპის მთაზე მდებარე ბოტანიკური ბაღები.

ასევე იერუსალიმი მდიდარია მუზეუმებით შემეცნებითი ტურიზმის მოყვარულთათვის. მუზეუმებიდან აღსანიშნავი და ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადია: იად-ვაშემის მუზეუმი (ევროპელი ებრაელების გენოციდისადმი (ჰოლოკოსტი) მიძღვნილი მუზეუმი),როკფელერის მუზეუმი (მასში განთავსებულია იერუსალიმის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები), “დავითის კოშკი” (იერუსალიმის ისტორიის მუზეუმი) და ბიბლიური ქვეყნების მუზეუმი (აქ წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავენ იმ ქვეყნებისა და ხალხების ისტორიას, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ბიბლიაში).

იერუსალიმი მთელი წლის მანძილზე სთავაზობს ტურისტებს კულტურული ღონისძიებების (მუსიკალური, საცეკვაო, სამხატვრო, დრამატული) მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც იმართება ქუჩებში, საკონცერტო დარბაზებსა და ქალაქის ისტორიულ ადგილებში. ამასთან, იერუსალიმი მშვენიერი ადგილია საერთაშორისო შეხვედრების, კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, ბაზრობების და გამოფენების მოსაწყობად.The-Most-Beautiful-Places-to-Visit-in-Israel5

იაფო – არის ძველი, 3000 წლიანი ისტორიის მქონე საპორტო ქალაქი ისრაელში. იგი მდიდარია სიძველეებითა და შუა საუკუნეების აღმოსავლეთის არქიტექტურული სტილის შენობებით. ქალაქში ეწყობა სამხატვრო გამოფენები. ტურისტებს ხიბლავს დაჩრდილული პარკი, საიდანაც ზღვისა და თელ-ავივის ულამაზესი ხედი იშლება. იაფოს იემენურ კვარტალში მდებარეობსკარმელის ბაზარი, რომელიც ერთ-ერთია აღმოსავლეთის ყველაზე დიდ, ღია ცის ქვეშ გამართულ ბაზრებს შორის.

თელ-ავივი – არის ისრაელის ეკონომიკური, საქმიანი, კულტურული და გასართობი ცენტრი. იგი თეატრების, მუზეუმების, გამოფენების, კონცერტების, რესტორნების, კაფეების, მაღაზიებისა და ღამის კლუბების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თელ-ავივთან ახლოს მდებარე ე.წ. “მინი ისრაელი”. ამ მაკეტში თავმოყრილია ისრაელის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა. მიუხედავად მცირე ზომებისა (მასშტაბი 1:25), ნაგებობები რეალურად გამოიყურება და ერთ პატარა ადგილას შეიძლება მთელი ისრაელის დათვალიერება.
სურათი 2. “მინი ისრაელი”

image
ჰაიფა – სამრეწველო თვალსაზრისით მეორე მნიშვნელოვანი პორტია ისრაელში. სწორედ ჰაიფაში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი მეტროპოლიტენის ხაზი და უდიდესი უნივერსიტეტი. ჰაიფას მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მთა კარმელი, რომელზეც მდებარეობს ბაჰაის ტაძარი უმშვენიერესი ბაღებით.
სურათი 3. ბაჰაის ტაძარი

image

ეილათი – მდებარეობს ისრაელის სამხრეთით, წითელი ზღვის სანაპიროზე, აკაბას ყურეში. ეილათი წარმოადგენს საუკეთესო ადგილს მათთვის, ვისაც მზე და ზღვა უყვარს. ეილათში წელიწადში 359 დღე მზიანია. თეთრი ქვიშიანი სანაპიროების გარდა, ტურისტებს იზიდავს ულამაზესი წყალქვეშა სამყარო. ტურისტების განკარგულებაშია ექსკურსიისათვის განკუთვნილი გამჭვირვალეფსკერიანი კატერები, წყალქვეშა ობსერვატორია და პატარა გემები. აქ ტურისტი შეიძლება დაკავდეს Diving-ით, Windserfing-ით და წყლის თხილამურებით. ასევე, ეილათი ცნობილია საუკეთესო სათევზაო ადგილებით. ხოლო ველური ბუნების მოყვარულ ტურისტებს შეუძლიათ ნეჰევის უდაბნოში ფეხით, ველოსპედით, აქლემით ან ავტომობილით გაისეირნონ.
სურათი 4. ეილათიimage
ისრაელის სხვა საზღვაო კურორტებიდან აღსანიშნავია: ნეტანია, ნაგარია, აკო და ტვერია. ეს საზღვაო კურორტები ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავენ თავისი საუცხოო სანაპიროებითა და ფეშენებელური სასტუმროებით. აღნიშნულ კურორტებზე ყველანაირი პირობაა შექმნილი დასვენებისა და გართობისთვის.

საზღვაო კურორტების გარდა, ისრაელი ცნობილია სამკურნალო კურორტებითაც.სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი ისრაელის ტურისტული ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი სახეობაა. სამკურნალო-გამჯანსაღებელი კურორტების უმრავლესობა მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მკვდარი ზღვის სანაპიროზე. სამკურნალო ეფექტის მატარებელია არა მარტო ზღვის წყალი, არამედ ჰაერიც. მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარებით აქ იკურნება ართრიტი, ნევროზი, სხვადასხვა სახის ალერგია, კანისა და გულსისხლძარღვთა დაავადებები. მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორია იმდენად უნიკალური და ლამაზია, რომ უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. მკვდარი ზღვა გამოირჩევა მარილიანობით. ზღვის წყალში იმდენად დიდია მარილის შემცველობა, რომ წყალქვეშ სიცოცხლე არ არის, ხოლო ადამიანი არ იძირება და წყალზე ტივტივებს. ამასთან, მკვდარი ზღვა ზღვის დონიდან -416 მეტრით დაბლა მდებარეობს, ამიტომ იგი მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადგილია.
სურათი 5. მკვდარ ზღვაში მოტივტივე ადამიანი

image
photo-59852606ისრაელის ჩრდილოეთით, ჰერმონის მთებში მდებარეობს ცნობილი და პოპულარული კურორტი რამატ-შალომი. იგი ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტია ისრაელსა და მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. რამატ-შალომში სეზონი ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი პირობების გამო, ისრაელში სამთო-სათხილამურო ტურიზმი არ არის მაღალ დონეზე განვითარებული და რამატ-შალომი ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად, შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებთან. მაგრამ რამატ-შალომს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს, რადგან ის ერთადერთი სამთო კურორტია მთელს ახლო აღმოსავლეთში.
სურათი 6. რამატ-შალომიimage
ისრაელის ტურისტული დესტინაციებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ნეჰევის უდაბნო. აქ წარმოდგენილია კლდოვანი მთები, ქვიშიანი დაბლობები და კანიონები. ნეჰევის უდაბნოში ტურისტებისათვის შესაძლებელია დასვენების აქტიური სახეობებით დაკავება (კლდეზე ცოცვა, ველოსიპედებით მთიდან დაშვება, ავტომობილებით უდაბნოში სეირნობა და სხვა). უდაბნოში გავრცელებულია ცხოველთა და მცენარეთა სხვდასხვა სახეობა, რაც იზიდავს საფარი ტურიზმის მოყვარულებს. მათ საშუალება ეძლევათ ბუნებრივ პირობებში დააკვირდნენ ისრაელის ფაუნის წარმომადგენლებს. ნეჰევის უდაბნო მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. ბოლო პერიოდში აღმოაჩინეს სპილენძისა და ბრინჯაოს ხანის ქალაქები და სოფლები, რომელთაც ჩაუტარდათ რეკონსტრუქცია და დღესდღეობით, უამრავ ტურისტს იზიდავენ.3c430ffd31e0bb02efb402914a9bfe12

ტურისტების ყურდღებას იქცევს იერუსალიმიდან 28 კმ-ით დაშორებული მსოფლიოს უძველესი ქალაქი – იერიქონი. აქ ნაპოვნი შენობების ქვები დახლოებით 10000 წელს ითვლიან. ბიბლიის მიხედვით, სწორედ აქედან დაიწყო ქანაანის მიწის დაპყრობა ებრაელების მიერ, რომლებიც მოსემ ეგვიპტელთა მონობისგან იხსნა.

მკვდარი ზღვის სანაპიროსთან ახლოს, 300 მეტრის სიმაღლის კდლეზე მდებარეობს ციხე-ქალაქი მასადა. იგი აგებულ იქნა მეფე იროდის ბრძანებით I საუკუნეში და წარმოადგენდა ებრაელთა მთავრ ციხე-სიმაგრეს რომაელების წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ ტურისტების ყურადღებს იპყრობს სამ იარუსიანი სასახლე, რომელიც კლდის პირას დგას.
სურათი 7. ციხე-ქალაქი მასადა

image
რა თქმა უნდა, ეს ისრაელის ღირსშესანიშნაობების სრული სია არ არის და კიდევ უამრავი საინტერესო და ისტორიული ადგილია ამ ულამაზე ქვეყანაში, ყველა მათგანის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ სტატიაში განხილულია ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტურისტული დესტინაციები.

რაც შეეხება ისრაელის ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. უდავოა, რომ ისრაელს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გაჩნია. მისი ტურისტული ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება და ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის სულ უფრო და უფრო სწრაფად მზარდი დარგი ხდება. თუმცა ისრაელის ტურიზმზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელის დაძაბული ურთიერთობა მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან და მუდმივი კონფლიქტი პალესტინის ავტონომიასთან, რომელიც ისრაელის დამოუკიდებლობის დღიდან (1948 წლის 14 მაისი) დაწყებული, დღემდე გრძელდება და დასრულებას ბოლო არ უჩანს. კონფლიქტების დროს აშშ-ს მთავრობა მოუწოდებდა თავის მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ ისრაელში ტურისტული ვიზიტისგან. ასევე შემცირდა ტურისტთა ნაკადები სხვა ქვეყნებიდანაც, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სერიოზული კონფლიქტებისა და მუდმივად დაძაბული სიტუაციისა, ისრაელი მაინც რჩება ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ქვეყნად.

 

წყარო: intermedia.ge

https://www.youtube.com/watch?v=-AYNspLD-QQ

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ტიან-ტან ბუდა

ტიან ტან ბუდა — ბუდისტური რელიგიის სიწმინდის-ბუდას დიდი ზომის ბრინჯაოს  ქანდაკება ლანტაუს კუნძულზე, ჰონკონგში მდებარეობს. ასევე, ცნობილია, როგორც”დიდი ბუდა”-ს სახელით. ტიან ტან ბუდა ჩინეთის 5 უდიდეს სკულპტურათა შორის ერთ-ერთია. დამჯდარი ბუდას  ბრინჯაოს  ქანდაკება ღია ცის ქვეშ პო ლინის მონასტერთან  მდებარეობს. იგი ადამიანსა და ბუნებას, ხალხსა და რელიგიას შორის ჰარმონიულ თანაარსებობას, ურთიერთობას განასახიერებს. ეს ჰონკონგის უდიდესი ბუდისტური ცენტრი და პოპულარული ტურისტული სანახაობაა.

image

ტიან ტან ბუდას მშენებლობა 1990 წელს დაიწყო  და 1993 წლის 29 დეკემბერს დასრულდა. ეს დღე ჩინელ ხალხს ბუდას გაცისკროვნების დღედ მიაჩნია. როცა ძეგლის მშენებლობა დასრულდა, გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ბერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყვნენ მოწვეული. ე.წ.  “დიდი ბუდა”-ს  ქანდაკება იწონის 250 ტონას. მდებარეობს 34 მეტრის სიმაღლეზე, სახით ჩრდილოეთით. აღმართული მარჯვენა ხელი დალოცვას ნიშნავს. მის დასრულებას 12 წელი დასჭირდა.თითოეულ მომლოცველს ძეგლამდე 268 ნაბიჯი აშორებს, ამ მანძილის გავლის შემდეგ კი, მომლოცველები, არა მხოლოდ, ბუდასგან იღებენ დალოცვას, არამედ 268 ნაბიჯით მაღლა ყოფნისას, ზღვისა და მთების თვალწარმტაცი სილამაზით ტკბობის საშუალება ეძლევათ.

Tian_Tan-Buddha-on-Lantau_Island-Hong-Kongასევე, ძეგლის ქვეშ არსებობს სამი სართული. განთავსებულია რამდენიმე დარბაზი, სადაც  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  რელიქვია გაუტამა ბუდა ინახება. მომლოცველებს საშუალება ეძლევათ, შეიძინონ რაიმე რელიქტური და შესვლისას  დატოვეთ იქ. არსებობს უზარმაზარი მოჩუქურთმებული ზარი ბუდას შუა ოთახში,სადაც ლოცვა ყოველ 7 წუთში 108-ჯერ დღეში, სიმბოლურად ნიშნავს ცოდვებისგან გათავისუფლებას.

86_1442413375

 

 

 

წყარო : youtube.com/ google.com

 

 

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ციცინათელების საოცარი მღვიმე

 

f10084df44df

    ციცინათელების მღვიმე ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილია ახალ ზელანდიაში.

მისი მთავარი თავისებურება ათასობით სოკოს კოღოებია, რომლებიც ფარავენ მღვიმის თაღს და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ვარსკვლავებიან ცას ვხედავდეთ.201310150752291092                                                                                                                                           კოღო Arachnocampa Luminosa – მხოლოდ ახალ ზელანდიაშია გავრცელებული.   arachnocampa_luminosa_nz_glowworms-1

ამ მწერის ჭუპრები აკეთებენ ლორწოვანი სითხით დაფარულ ძაფებს, შემდეგ მას ამაგრებენ მღვიმის ჭერზე და “კიდებენ” თაღიდან დაბლა. 15325560-R3L8T8D-1000-2   ისინი ამით იზიდავენ მწერებს, რომლებითაც იკვებებიან და ტურისტებს, რომლებიც ამ სანახაობით ტკბებიან.

 

https://www.youtube.com/watch?v=JC41M7RPSec

წყაროები: /google/ shemecneba.ge/ intermedia.ge / file.ge/ photo by phil bendle/youtobe

 

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

პხი-პხი

   ტაილანდის სამეფო  დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. მასჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსი და ბირმა,აღმოსავლეთით ლაოსი და კამბოჯა, სამხრეთითტაილანდის ყურე და მალაიზია, ხოლო დასავლეთითანდამანის ზღვა და ბირმა.

map

artleo.com-38248b6816c49c00badb7e3c0c1ef5a898e4cimages (2)holiday_in_thailand_bangkok

tAILANDEtrip_5916_trip_3984_452_5[1][1]

TAILAND

          ტაილანდში კლიმატი არის ტროპიკული,ტემპერატურის და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა დადომინირებული მუსონებით. აპრილი და მაისი არის წლისყველაზე ცხელი თვეები. ივნისი არის სამხრეთ-დასავლურიმუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიცშენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრისბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ჰავა არისნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არისძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დროტაილანდის მოსანახულებლად

 სახელმწიფო ენაა ტაილანდური. ინგლისურიელიტის ენაა.

 რელიგია-ბუდიზმი.

ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებსტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მასაძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთისცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე, ფართოგასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტოშესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი,მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაოკურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

ტაილანდის მოსახლეობა შეადგენს 61.5 მილიონადამიანს.

images (1)phi-phi

outrigger-phi-phi-island-resort-spa-koh-phi-phi_271220120945203123

20071022-0439352

ტაილანდის ორი  ტყუპისცალი კუნძული, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა აქ გადაღებული მხატვრული ფილმის „პლაჟის’’შედეგად. ხელუხლებელი თეთრიპლაჟებიფირუზისფერი ლაგუნები,დიდებული კლდის ქიმებიაი რითგვხიბლავს ეს კუნძული. აქ ძირითადად დაივერები დაახალგაზრდები არიან. ორივე კუნძული ენითაუწერელისილამაზით გამოირჩევა, ერთმანეთს დიდებულად ერწყმისლაჟვარდოვანი ზღვა, პლაჟი, ტროპიკული მცენარეულობადა იქვე ზღვასთან მდებარე, რამდენიმე ათეული მეტრისიმაღლის კლდის ქიმები. პხი-პხიზე არ არისსაავტომობილო გზა, აქ გადაადგილება ნავებითა დაკანოებით ხდება, ეს კუნძულები იმისთვის არის შექმნილირომ ადამიანმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ბუნებისაგან.

 

გამოყენებული მასალა –

1.

2.

 

 

 

Posted in ზოგადი, კულტურა, საზოგადოება | დატოვე კომენტარი

ქრისტეს ქანდაკება – მსოფლიოს ახალი საოცრება რიო დე ჟანეიროში

01

კრისტო-რედენტორი (პორტ. Cristo Redentor — „მხსნელი ქრისტე“) — იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე. დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. ხოლო მისი სისრულეში მოყვანა 1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავამდე ერთი წლით ადრე გაჩნდა, ქანდაკების აგების იდეა „რიოს კათოლიკეთა წრეს“ ეკუთვნის. იმ პერიოდში რიო დე ჟანეირო ქვეყნის დედაქალაქი იყო.

ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250 000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 30 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 8 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

4

მონუმენტის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა რომელიც ინჟინერებმა პერეიპა პასოსმა და ტერსეირა სუარეშმა 1842-1844 წლებში ააშენეს და ის ბრაზილიაში პირველი იყო. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.

2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.1

2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ მიყენებია.

21

ინფორმაციის წყარო:www.youtube.com, wikipedia.or, ici.ge

Posted in კულტურა, საზოგადოება | დატოვე კომენტარი

“ვარდისფერი პლაჟი” ბაჰამის კუნძულებზე

ბაჰამის კუნძულები მდებარეობს კუბისა და კუნძულ ჰაიტის (დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი) ჩრდილოეთით ატლანტის ოკეანეში.

650px-GrandBahama_15ft_4p572_shaded

Bahamas_2009.jpg
“ვარდისფერი პლაჟი”ჰარბორის კუნძულზე  მდებარეობს, რომელიც ბაჰამის კუნძულებს ეკუთვნის,პლაჟის განსაკუთრებული სილამაზეა ზურმუხტისფერი ზღვის შერწყმა ვარდისფერ ქვიშასთან, რომელიც არაჩვეულებრივ სანახაობრივ ეფექტს ქმნის. ქვიშის ვარდისფერი შეფერილობა გამოწვეულია ზღვაში მარჯნის დიდი რაოდენობით. მათი ნამსხვრევები ნაპირზე ირიყება და ქვიშას ვარდისფერ ფერს ანიჭებს. გარდა ამისა, აქ ბევრია ვარდისფერი პლანქტონი, რომელიც ქვიშაზე ილექება და კიდევ უფრო აძლიერებს მის შეფერილობას. ჰარბორ-აილენდზე ყოველწლიურად უამრავი ფოტოგრაფი ჩადის, რათა ფირზე აღბეჭდონ ეს ულამაზესი ადგილი.2014080519542837332

2014080519545237332

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

მეხიკო

f20cd4fd2e5dმეხიკო,მექსიკის დედაქალაქი და ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელი. წარმოადგენს ფედერალურ ერთეულს მექსიკის შემადგენლობაში, არ მიეკუთვნება 31 შტატიდან არც ერთს და ეკუთვნის მთლიანად ფედერაციას. მეხიკო ამჟამად ქვეყნის უდიდესი ქალაქი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და საფინანსო ცენტრია.მეხიკოს მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი და ის მთლიანად ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრია. მდებარეობს მაღლობ პლატოზე გადაჭიმულ მეხიკოს ველზე. 2009 წლის მიახლოებითი მონაცემებით, საკუთრივ ქალაქის მოსახლეობა 8,84 მილიონ ადამიანს შეადგენდა,ფართობი კი 1 485 კმ² იყო. ფედერალური და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველაზე ბოლოდროინდელი განმარტების მიხედვით, დიდი მეხიკოს მოსახლეობა 21.2 ადამიანს აღწევს. შედეგად, მეხიკო დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მეტროპოლიური არეალი, მეათე უდიდესი აგლომერაცია და მსოფლიოში უდიდესი ესპანურენოვანი ქალაქია.45581346352379ქალაქი, რომელსაც ამჟამად მეხიკო ეწოდება, 1325 წელს მეხიკას ხალხმა დააარსა, რომლებსაც მოგვიანებით აცტეკების ეწოდათ. მეხიკების ძველი ქალაქი ამჟამად ტენოჩტიტლანის სახელითაა ცნობილი, აშენდა შიდა ტბების სისტემაში მდებარე კუნძულზე,მეხიკოს ველზე, სადაც მდებარეობდა პატარა ქალაქი-სახელმწიფო ტლატელოლკო. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ხშირად „ტენოჩტიტლან-ტლატელოლკოს“ სახელით მოიხსენიებენ.აცტეკების დიდი ბაზრობა, რომელიც ბერნალ დიას დელ კასტილიომ დაიპყრო, ამ უკანასკნელს დეტალებში აღწერს თავის ქრონიკაში „მექსიკის დაპყრობის ნამდვილი ისტორია“; დასტურდება, რომ ეს ბაზრობა ტლატელოლკოში მდებარეობდა. მეხიკა ნაუატლზე მოლაპარაკე ერთ-ერთი უკანასკნელი ხალხი იყო, რომელიც ტოლტეკების იმპერიის დაშლის შემდეგ, მეხიკოს ველის ამ ნაწილში დასახლდა. მათ მოსვლას წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდამოებში უკვე მოსახლე ხალხებმა, თუმცა, მეხიკას ხალხმა მაინც შესძლო ტესკოკოს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ქალაქი გაეშენებინა. თავის მხრივ, მეხიკას ხალხს ქალაქის დაარსების საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომლის თანახმადაც, ამ კუნძულისკენ მათ მთავარმა ღმერთმა,უიცილოპოჩტლიმ მიუთითა. ამ ისტორიის მიხედვით, ღმერთმა მათ მიანიშნა ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი ქალაქი უნდა აეშენებინათ — თქმულების მიხედვით, აღსრულდა უიცილოპოჩტლის დანაბარები, დაეარსებინათ ქალაქი იმ ადგილას, სადაც კაქტუსზე მჯდარ არწივს დაინახავდნენ,რომელსაც ნისკარტით გველი ეჭირებოდა; ასეთ სცენას ისინი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე წააწყდნენ. 1325-1521 წლებში ტენოჩტიტლანი გაიზარდა და გაძლიერდა, დომინანტი გახდა ტესკოკოს ტბის ირგვლივ და მთლიანად მეხიკოს ველზე მდებარე სხვა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ესპანელების გამოჩენისას, აცტეკების იმპერია მესოამერიკის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, გასასვლელი ჰქონდა როგორც მექსიკის ყურეზე, ისეწყნარ ოკეანეზე . 1519 წლისთვის ტენოჩტიტლანის მოსახლეობა დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს შეადგენდა; ამ დროისათვის, ლონდონის მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევდა,პარიზის კი დაახლოებით 300 000-ს.XVI საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა ეკლესიათა რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთის ხილვა დღესაცაა შესაძლებელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში. ვაჭრობის შედეგად, მეხიკო ეკონომიკურად ყვაოდა. ბრაზილისაა და პერუსგან განსხვავებით, მექსიკა უკავშირდებოდა როგორც წყნარ, ისე ატლანტის ოკეანეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამეფო ქალაქის კომერციის ყველა სფეროს კონტროლს ცდილობდა, მან ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა.800px-Mexico_City_Zocalo_Cathedralთავდაპირველად, ხეობის უდიდესი ნაწილი ტესკოკოს ტბის ურთიერთდაკავშირებული მლაშე და მტკნარი წყლების სისტემას იყენებდა. მტკნარი წყლის გამოცალკევების მიზნით,აცტეკები რაბებს აშენებდნენ, შემდეგ კი წყალს ხელოვნურ კუნძულებზე —ჩინამპებზე მოსავლის მოსაყვანად იყენებდნენ; გარდა ამისა, რაბები ხელს უშლიდა წყალდიდობასაც.800px-Parque_TezozomocXX საუკუნის დარჩენილი ნაწილიდან დღვანდელ დღემდე მეხიკოს ისტორია გამოირჩევა ქალაქის ფენომენალური ზრდითა და მისი გარემო და პოლიტიკური შედეგებით. 1900 წელს, მეხიკოს მოსახლეობა დაახლოებით 500 000 ადამიანს შეადგენდა.[42] ქალაქმა სწრაფი ზრდა დასავლეთის მიმართულებით მეოცე საუკუნის დამდეგს დაიწყო[26] და 1950-იან წლებამდე გაგრძელდა, სწორედ ამ პერიოდში, ქალაქმა პირველი ცათამბჯენი — ტორე ლატინოამერიკანა შეიძინა. Torre_Latinoamericana,_México,_DF, დამოუკიდებლობის ანგელოზი რომელიც 1910 წელს დასრულდა, მეხიკოს თანამედროვე სიმბოლო გახდა.Angel_Monumento_a_la_Independenciaმიგელ ანხელ დე კევედოს მიერ დაარსებული ვივეროს დე კოიოაკანის პარკი  პარკი.1024px-BabyPlantsViverosCoyoacanDFWikipedia.org

 

 

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი