აბაზანის 5 პოპულარული დიზაინი: რომელია შენი ფავორიტი?

23/06/2023

როდესაც აბაზანის მოწყობას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სააბაზანოს სხვადასხვა დიზაინი, რომლის არჩევასას თქვენი გემოვნების შესაბამისად შეძლებთ. არსებობს უამრავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შექმნათ სივრცე, რომელიც ასახავს თქვენს სტილს და თქვენს სააბაზანოს ფუნქციურ და ვიზუალურად მომხიბლავ სივრცედ გარდაქმნის. სააბაზანოს აქსესუარების, იატაკისა და კაფელის არჩევა დაგეხმარებათ შექმნათ თქვენთვის შესაფერისი აბაზანის დიზაინი. ჩვენს სტატიაში გაეცნობით აბაზანის 5 პოპულარულ დიზაინს და შეძლებთ ამოარჩიოთ თქვენი ფავორიტი.

კლასიკური დიზაინი

აბაზანის კლასიკური დიზაინი გულისხმობს დახვეწილ და მდიდრულ ელეგანტურობას. თუკი კლასიკური სტილი მოგწონთ, გირჩევთ შეარჩიოთ მაღალი ხარისხის კერამიკული ფილები, მარმარილოს ან ნეიტრალური დიზაინით, რაც თქვენს აბაზანას სადა და დახვეწილ ელფერს შემატებს. რაც შეეხება განათებას, კლასიკური დიზაინის მოყვარულებმა არჩევანი შეკიდულ ჭერზე შეაჩერეთ ან თუკი ჭაღები მოგწონთ, მრავალფეროვანია გლამურული ჭაღების არჩევანიც. თუკი აქსესუარების გზით გსურთ დიზაინის შევსება, შეგიძლიათ შეიძინოთ ბროლის სასაპნე ან ანტიკვარული სარკე და ასე გაამდიდროთ თქვენი აბაზანა.

მინიმალისტური დიზაინი

თუკი უპირატესობას ანიჭებთ სიმარტივეს, მაშინ თქვენთვის აბაზანის მინიმალისტური დიზაინი შესანიშნავი არჩევანია. აარჩიეთ აბაზანის დახვეწილი ავეჯის კომპლექსი - ხელსაბანი და სარკე. კაფელის შერჩევისას არჩევანი შეაჩერეთ ნეიტრალურ ფერებზე, როგორიცაა თეთრი ან ნაცრისფერი, რომელიც მოერგება და გაალამაზებს აბაზანის საერთო მინიმალისტურ დიზაინს. იმისათვის, რომ თქვენი აბაზანა აქციოთ გამორჩეულ სივრცედ, შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული ტექსტურისა და ზომის ფილები. რაც შეეხება აბაზანის აქსესუარებს, შეარჩიეთ ერთი ფერის აქსესუართა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მინიმალისტური დიზაინის სასაპნეს, თხევად სასაპნეს და ჭიქას კბილის ჯაგრისების მოსათავსებლად.

ვინტაჟური დიზაინი

ვინტაჟური დიზაინი ხელს შეუწყობს თქვენს აბაზანაში კომფორტული და მყუდრო ატმოსფეროს შექმნას. შეარჩიეთ ისეთი აბაზანის ავეჯი, რომელიც გაკეთებულია ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად ხის ტუმბო ან ქვისგან დამზადებული ნიჟარა. ვინტაჟური დიზაინის კაფელის შერჩევა დაგეხმარებათ სრულყოფილად შეავსოთ ოთახის საერთო დიზაინი. რაც შეეხება ფერებს, არჩევანი გააკეთეთ ისეთ ფერებზე, როგორიცაა მუქი ყავისფერი და მუქი მწვანე.

სარკისთვის ხის ჩარჩოები ან აგურისგან დამზადებული კედლები თქვენს სააბაზანოს კიდევ უფრო ვინტაჟურ ელფერს შესძენს. ნაქსოვი კალათებისა და სათავსოების შეძენით საბოლოო შტრიხებს შემატებთ თქვენი აბაზანის ინტერიერს.

ბოჰემური დიზაინი

ბოჰემური სტილი ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებით პოპულარულია. ბოჰემურ სტილში არ არსებობს ჩარჩოები და შეზღუდვები. ასეთი დიზაინის მოყვარული ინდივიდები უარყოფენ მინიმალიზმს, უპირატესობას ანიჭებენ ფერთა განსხვავებულ კომბინაციას და სხვადასხვა ტექსტურებს. ბოჰემური სტილისთვის დამახასიათებელია კომფორტულობა და სასიამოვნო, მშვიდი ატმოსფერო. ბოჰემურ აბაზანაში შეხვდებით დივანს ან სავარძელს, რათა კიდევ უფრო ხაზგასმული იყოს კომფორტის მნიშვნელობა. თუკი ბოჰემური სტილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ გააფორმოთ აბაზანა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებით, რეტრო სტილის აქსესუარებით და დეკორში პირადი შტრიხები შეიტანოთ. 

გახსოვდეთ, რომ ბოჰემური დიზაინის მთავარი ელემენტი არის არატრადიციულობის მიღება და განსხვავებული ელემენტების ჰარმონიულად გაერთიანება.

სანაპირო ოაზისის დიზაინი

სანაპირო ოაზისის დიზაინი პოპულარობით სარგებლობს იმ ინდივიდებთან, რომლებსაც სანაპიროსა და ზღვის შეგრძნების შემოტანა საკუთარ სახლებშიც სურთ. თუკი გინდათ აბაზანაში ყოფნისას თავი კურორტზე იგრძნოთ, აარჩიეთ ღია ფერის ავეჯი, ლურჯი ან ქვიშისფერი მეტლახი, რომელიც ტალღებს ან მზისჩასვლას გაგახსენებთ. სანაპიროზე ყოფნის შეგრძნების გასაძლიერებლად, დაამატეთ შესაფერისი აქსესუარები, როგორიცაა ნიჟარის ფორმის სასაპნე და ჭიქა. 

შეჯამება

აბაზანის დიზაინი სრულიად დამოკიდებულია პირად პრეფერენციებსა და ინდივიდუალურ სტილზე. მიუხედავად იმისა, თუ რა შეეფერება თქვენს გემოვნებას, იქნება ეს კლასიკური ელეგანტურობა, თანამედროვე მინიმალიზმი, ვინტაჟური სტილი, სანაპირო ოაზისი თუ ბოჰემური ეკლექტიკა, თითოეული ეს დიზაინი გთავაზობთ უნიკალურ ესთეტიკასა და შეგრძნებას. სწორად შეარჩიეთ აბაზანის ავეჯი, მეტლახი, ფილები, შეკიდული ჭერი და ჭაღები. დეტალებზე ორიენტირებულობა და ფრთხილად დაგეგმვა დაგეხმარებათ თქვენი აბაზანა გადააქციოთ პირადი პრეფერენციებისა და გემოვნების შესაბამის სივრცედ.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა