SEPtips: აინშტაინის გამონათქვამები

  1. ორი რამ არის უსასრულო – სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმცა სამყაროს შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ;
  2. გონებასუსტობაა აკეთო ერთი და იგივე რამ და განსხვავებულ შედეგს ელოდე;
  3. ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი – იცხოვრო ისე, თითქოს არაფერია სასწაული, ხოლო მეორე – იცხოვრო ისე, თითქოს ყველაფერი სასწაულია;
  4. წარმოსახვის უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვის უნარი კი მსოფლიოს იპყრობს;
  5. ლოგიკით შესაძლებელია A–დან Z–მდე მიხვიდე,ხოლო წარმოსახვის უნარი ყველგან მიგიყვანთ;
  6. განსხვავება ჭკვიანსა და ბრიყვს შორის ისაა, რომ სიჭკვიანეს თავისი საზღვრები აქვს;
  7. ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი;
  8. ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს, თუ არ გინდა დაეცე, განაგრძე მოძრაობა;
  9. მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც ძალიან მალე მოდის;
  10. განათლება არის ის, რაც რჩება მას შემდეგ რაც სკოლაში ნასწავლი გვავიწყდება;
  11. ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმ შესაძლებლობით, რომ ხეზე ავიდეს, მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე თევზი დაიჯერებს რომ ბრიყვია;
  12. ისწავლეთ გუშინდელი დღისგან, იცხოვრეთ დღევანდელი დღით, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ შეწყვეტთ კითხვების დასმას;
  13. კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ქალები კი ქორწინდებიან კაცებზე იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან. საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება;
  14. სიყვარული ბევრად უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე მოვალეობის გრძნობა;
  15. თუ A წარმატებაა, მაშინ A=X+Y+Z, სადაც X – შრომაა, Y – თამაში, Z – ენაზე კბილის დაჭერა.

წყარო: 15 ცხოვრებისეული გამონათქვამი ალბერტ აინშტაინისგან | www.4motivi.com

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).