თორნიკე გურულს გავლილი აქვს  საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია), სადაც მოპოვებული აქვს კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი. სხვადასხვა დროს იგი ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. თორნიკე გურული პრაქტიკოსი პედაგოგია და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მენეჯერულ პოზიციებზე კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“. პროფესორების გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში (კოლუმბია, აშშ). საერთაშორისო ტრენერის სტატუსით, ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.