ბირთვისები 2012

ბირთვისებში ალბათ უმეტესობა ნამყოფია.  ნამყოფი თუარა გაგონილი მაინც გექნებათ. ძალიან გავრცელებული ადგილია ლაშქრობების მოყვარულთათვის. ტერიტორიულად თბილისთან ძალიან ახლოსაა, მანქანით სადღაც 1 საათში მიხვალთ.  ეს რათქმაუნდა ძალიან მოსახერხებელია და მეტიც, ყველაზე კარგი  ვარიანტია მათთვის ვისაც უნდა რომ მოკლე დროში, ქალაქგარეთ  ექსკურსია მოიწყოს.  საუკეთესო ადგილია ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულთათვისაც. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც  არ არის.

ავტომობილით მხოლოდ გარკვეულ ადგილამდე შეგიძლიათ გადაადგილება. როდესაც თქვენ მიხვალთ თეთრი წყაროს რაიონში, მოგიწევთ ავტომობილიდან გადმოსვლა და მისი ადგილზე დატოვება. შემდეგ უნდა მოიკიდოთ თქვენი ბარგი (კარავი,საძილე, საჭმელი..) და ფეხით გაუდგეთ ალგეთის ხეობის გზას. ეს საკმაოდ დამღლელი იქნება რადგან აქაც 1 საათი-საათნახევარი მოგიწევთ სიარული, თანაც საკმაოდ ძნელი სასიარულოა ჯერ აღმართი მერე დაღმართი და ა.შ… ამის მიუხედავად ზოგი მაინც ცდილობს ბოლომდე მანქანით მისვლას და მაქსიმალურად თავის დაზოგვას მაგრამ ბოლოს, შუა გზაზე მაინც უწევს მისი  მიტრიალება და ფეხით წამოსვლა. ეს ისე, რომ გაითვალისწინოთ.

შემდეგ როდესაც უკვე მიაღწევთ, აირჩევთ ადგილს სადაც დაბანაკდებით. თუ გაგიმართლებთ და ცოტა ხალხი იქნება თქვენთვის უკეთესი რადგან უკეთეს ადგილს შეარჩევთ სადაც: გაშლით კარავებს, დაანთებთ ცეცხლს და გაათევთ ღამეს.  შეშა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ეძებოთ, თქვენ ხომ უკვე ტყეში ხართ… დაბანაკებისა და კარგად მოწყობის შემდეგ შეგიძლიათ დაისვენოთ და საჭმელიც ჭამოთ. ყველაზე კარგი ვარიანტია რომ წაიღოთ პაჩკის სუპები ე.წ “ანაკომის სუპები”.  ნუ იქ ყველაძე გამოსადეგი საკვებია. უი და კიდევ, სამწვადე

აი შემდეგ კი იწყება ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, რისთვისაც უმეტესობა მიდის იქ. ციხეებზე ასვლა.  მოშორებით არის “დედა ციხე” და “შეუპოვარი”. ასე რომ, მაშინაც მოგიწევთ კარგად სიარული.  თუ ამ ციხეებზე ასვლას დააპირებთ გირჩევთ რომ არ წაიღოთ თან თქვენი ბარგი, დატოვეთ ბანაკში და აუცილებლად იყოლიეთ სანდო ადამიანი რომელსაც კარგად ეცოდინება გზა. ასევე მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მოგიწევთ ძალიან ბევრი და დამღლელი სიარული კლდეებზე, აღმართებზე… ამიტომ ბირთვისებში ყველაზე კარგი ვარიანტია წახვიდეთ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე რადგან ამ დროს არც ძაან ცხელა და არც ცივა. მართალია ძალიან დაიღლებით მაგრამ ეს “ლაშქრობა” ამად ღირს. სანამ ციხეებზე ააღწევთ გზადაგზა ულამაზესი ხედები იშლება :))

ვინც ბირთვისებში არ ყოფილა მაშინ სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იქ წასვლაზე. შეიძლება უამრავი სურათები და ვიდეოები ნახოთ მაგრამ თქვენი თვალით რომ ნახავთ და შეიგრძნობთ იმ ყველაფერს ის სულ სხვაა. შეგიძლიათ ოჯახთან ერთად წახვიდეთ ან მეგობრებთან, კლასელებთან, კურსელებთან, ნათესავებთან ერთად…. ძალიან კარგი ადგილია განტვირთვისთვის რადგან სულ სხვა სამყაროში ამოყოფთ თავს… ცოტახნით მოშორდებით ქალაქს.

About Shoka
All link about me

8 Responses to ბირთვისები 2012

  1. Luna says:

    ჩვენ ვაპირებთ კლასის ექსკურსიაზე მანდ წასვლას… ეს პოსტი რომ წავიკითხე უფრო უფრო მომინდა… ძალიან ლამაზია :))

    • shoka♥ says:

      კარგი ადგილი აგირჩევიათ. ეს კიდევ რა არის, იქ რომ ჩახვალ უფრო სილამაზე დაგხვდება…

  2. idi0t says:

    მგონი ჩემ დირექტორთან ერთად იყავი წასული )) კარვები და ქვააბი მეცნობა :დდ

  3. idi0t says:

    უი რეცელი ყოფილხარ ^_^

  4. ვა რეცააა (ჩემი სკოლაა)

Leave a comment