Dermavet – ბეწვის და კანის სიჯანსაღისთვის

(4)
Status: In Stock

დერმავეტი

ძაღლის და კატის საკვები დანამატი ომეგა – 3 ცხიმოვანი მჟავებით უზრუნველყოფს ბეწვის და კანის სიჯანსაღეს.

რეგულარული, ყოველდღიური რეკომენდებული დოზა: 1/2 ტაბლეტი კატებისთვის; 1 ტაბლეტი ძაღლის 10 კგ წონაზე.

გაზრდილი სამკურნალო-თერაპიული, ყოველდღიური რეკომენდებული დოზა: 1 ტაბლეტი კატებისთვის; 2 ტაბლეტი ძაღლის 10 კგ წონაზე.

62.00

Buy Now
SKU:D001

კანის და ბეწვის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შინაური ცხოველებისთვის. ბევრი ჯიშის ძაღლს აღენიშნება კანის და ბეწვის პრობლემები, რადგან ეს ცხოველები არ დაიბადნენ ჩვენს კლიმატურ ზონაში და, ამავე დროს, მათ საკვებში არსებული ინგრედიენტები ადრე არ გამოიყენებოდა.

ამ პრობლემის მოგვარებას უნდა მოვეკიდოთ ძალიან ფრთხილად და სკრუპულოზურად, იმის გათვალისწინებით, რომ ბეწვისა და კანის ხარისხზე გავლენას ახდენს მრავალგვარი ფაქტორები.

გავრცელებული კანის პრობლემებს შორის გვხდება ალერგიული რეაქციები, გაღიზიანება, პარაზიტები: მშრალი და მყიფე ბეწვი, მქრქალი ბეწვი, ბეწვის ცვენა და პიგმენტაციის დაქვეითება.

დერმავეტი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, პოლიეთანტურულ ცხიმოვან მჟავებს და საფუარს.

თითოეული ეს კომპონენტი აუმჯობესებს კატისა და ძაღლის ბეწვის ჯანმრთელობას. ბიოტინი მონაწილეობს კერატინთან ერთად (ბეწვის, კანის და ბრჭყალის ძირითადი ინგრედიენტი) სინთეზში. მშრალი წყალმცენარეებიდან მიღებული ომეგა 3, ცხიმოვანი მჟავები გავლენას ახდენს ანთებითი პროცესების სტაბილიზაციასა და შემცირებაზე.

გარდა ამისა, აღნიშნული კომპონენტები გავლენას ახდენს ბეწვის ხარისხსა და ბზინვარებაზე.

ლუდის საფუარი არის ვიტამინებისა და მინერალების წყარო, რაც დადებით გავლენას ახდენს კანის და ბეწვის ჯანმრთელობაზე.

B ჯგუფის ვიტამინები დადებით გავლენას ახდენს ბეწვის ბზინვარებაზე და, შესაბამისად, ისინი შედიან დერმავეტის შემადგენლობაში.

ორგანული და არაორგანული თუთია მოქმედებს კანის ჯანმრთელობასა და რეგენერაციაზე, ასევე ბეწვის ხარისხზე.

დერმავეტის გამოყენება უკვე რამდენიმე დღეში გვაძლევს საგრძნობლად დადებით შედეგს კატებსა და ძაღლებში. ამ პროდუქტის პროფილაქტიკური გამოყენება რეკომენდებულია საგამოფენო სეზონზე, ისევე როგორც დნობის დროს, მისი ინტენსივობის შესამცირებლად.

ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პროდუქციის გამოყენებით თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს.

4 მიმოხილვა: Dermavet – ბეწვის და კანის სიჯანსაღისთვის

  1. გია ლოლაძე

    მადლობა, კარგი შედეგიაქ

  2. ნინა ტაველიშვილი

    ძალიან მაგარია! დავისვენეთ ბეწვის ცვენისგან.

  3. ნინო ადამია

    ძალიან კარგია

  4. ნათია

    ძალიან კმაყოფილი ვარ

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to Top

Search For Products

Product has been added to your cart