გამონათქვამები წიგნის შესახებ

  • ,,ვისაც უწიგნოდ სურს ისწავლოს რამე,ის საცერში აგროვებს წყალსა.” -გერმანული ანდაზა

  • ,,წიგნი ის მეგობარია,რომელიც არასდროს გიღალატებს.”-ებრაული სიბრძნე

  • ,,არცერთი წიგნი არ არის ისე ცუდი,რომ რამენაირად არ გამოგადგეს.”-უმცროსი პლინიუსი

  • ,,სახლი,რომელშიც არა აქვთ წიგნი,იმ სხეულსა ჰგავს,რომელსაც სული აკლია.”-ციცერონი

  • ,,სარგებლობა ბევრ წიგნს კი არ მოაქვს,არამედ კარგ წიგნს.”-სენეკა

  • ,,კარგი წიგნის უეჭველი ნიშანი ის არის,რომ იგი მკითხველს ხანშიშესვლასთან ერთად უფრო და უფრო მოსწონს.”-გ.ლიხტენბერგი

  • ,,საუკეთესო წიგნის შესახებ მკითხველი ფიქრობს,რომ მისი დაწერა მასაც შეეძლო.”-ბ.პასკალი

  • ,,წიგნი ჯადოქარია.წიგნმა გარდაქმნა სამყარო.მასში თავმოყრილია ადამიანთა მოდგმის მეხსიერება.სამყარო წიგნის გარეშე ველურთა სამყაროა.”-ნ.მოროზოვი

  • ,,წიგნის კითხვა იმას ნიშნავს,რომ საკუთარის ნაცვლად სხვისი თავით იაზროვნო.”-ა.შოპენჰაუერი

  • ,,ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით.”-ნ.ჩერნიშევსკი

Leave a comment