რა არის მეგობრობა?

თითოეული ჩვენგანი უამრავ ადამიანს მოიხსენიებს მეგობრის სტატუსით.თავისთავად ყველას სხვადასხვაგვარად ესმის ამ სიტყვის არსი. თუმცა დრომ ეს სიტყვა ნაწილებადაც დაშალა. მეგობრები დაიყვნენ:საუკეთესო მეგობრებად და უბრალოდ მეგობრებად.ამ წმინდა გრძნობაში ღალატმა და მოტყუებამაც დაისადგურა.ჩემთვის სიტყვა მეგობრობა თავისი ფართო მნიშვნელობით გულისხმობს  უანგარო,სამუდამო სიყვარულს. ერთ წყენას შეწირული ურთიერთობა არ არის მეგობრობა.მეგობრობა არის მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა,წყენის და გულისტკენის მიღმა. ნათქვამია: ,,მეგობრობა არის  ერთი სული ორ სხეულშიო’’. სწორედ ის ადამიანია მეგობარი უსიტყვოდ,რომ ესმის შენი. გაჭირვებაში,რომ არ გტოვებს და შენთან ერთად იზიარებს ჭირსაც და ლხინსაც.ჩემი აზრით,მეგობარს ვერ აირჩევ,ყველასთან ერთნაირად ვერ იმეგობრებ.ეს პროცესი თავისთავად წარიმართება. რათქმაუნდა ყველას უფრო მეტი დროის გატარება სურს ადამიანებთან რომელთანაც აკავშირებს საერთო ინტერესის სფერო,ისინი ერთნაირად აზროვნებენ და კარგად უგებენ ერთმანეთს. გულისტკენა,წყენა ყოველთვის,ყველგან არის თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მეგობრობა სამუდამოდ რჩება. ამიტომაა ის წმინდა გრძნობად აღიარებული. ნამდვილ მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი აქრობს. საუკეთესო მეგობრები სხვა მეგობრებისგან გულწრფელობით,უშუალობით გამოირჩევიან. ყველამ ვიცით,რომ თითოეული ჩვენგანი, საუკეთესო მეგობრებს უფრო მეტს ვუბედავეთ ვიდრე სხვებს.ეს გამოიხატება რჩეევებში გულწრფელ საუბარში და ჯანსაღ კრიტიკაში.პირადად მე კრიტიკასაც რათქმაუნდა ყოველთვის მეგობრებისგან უფრო მეტად ველი ხოლმე და  ვთვლი,რომ ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა სასიამოვნოც კია. სწორედ ეს გვეხმარება წარმატების მიღწევაში.თუმცა სამწუხაროდ არსებობს მეგობრობის სხვადასხვა ტიპები. დღევანდელ რეალობაში ჩვენ ვხედავთ მეგობრებს რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან,თბილი სიტყვებით მიმართავენ. ზურგს უკან კი ერთმანეთზე საუბრობენ, დასცინიან,შურთ…მეორე ტიპის მეგობრები , შეიძლება ერთმანეთს ყოველდღიურად არ ეფიცებოდნენ სიყვარულს თუმცა თავიანთი საქციელით ყველაფერს გამოხატავდნენ.

საბოლოოდ,მინდა  ვთქვა,რომ  მეგობრობა წმინდა გრძნობაა რომლის შესახებაც უამრავი კლასიკოსი მწერალი წერდა თუმცა მისი სიტყვებით გადომცემა ვერავინ შეძლო. მის შესახებ ვერავინ საუბრობს თუმცა გრძნობით ყველა ერთნაირად გრძნობს მეგობრობის ძალას! მთავარი ალბათ მაინც იღბალი და გამართლებაა ამ შემთხვევაშიც. შეგვხვდება თუ არა ისეთი ადამიანი ან ადამიანები რომლებიც შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას და დაისაკუთრებენ მეგობრის სტატუსს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.ძირითადად კი ყველა პოულობს თავის არაბიოლოგიურ ოჯახის წევრს და მისი სახით იძენს,  საყრდენ ძალას რომელიც მთელი ცხოვერბის განმავლობაში იქნება მასთან ერთად.

 

Leave a comment