ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ უნდა მოვიპოვოთ ცეცხლი, თუ თან ასანთი ან სანთებელა არ გაქვთ: ასეთ შემთხვევაში ცეცხლის წყაროდ მშრალი აბედი გამოიყენება (გამხმარი, დამპალი ხე), რომელიც ქარისგან და სინესტისგან დაცულ ადგილას უნდა მოაგროვოთ. ყველაზე კარგი აბედია ფუტურო (გამხმარი) ხის გამომშრალი ნაჭრები, ქსოვილის ნაძენძი, დაფხვნილი ხის ქერქი, ჩვეულებრივი ქაღალდი და ჩიტის ბუდეები. ხავსისებური მცენარეები, ხის ქერქის ქვეშ მწერებისგან დახრული ხის ნაფხვენები. იმისთვის, რომ აბედი შემდგომშიც გამოიყენოთ, საჭიროა ის წყალგაუმტარ მასალაში შეინახოთ.

диверсанты и костёр-ის სურათის შედეგი

 ცეცხლის დასანთებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოაპარატის, ჭოგრიტის ან თვალის ლინზა. ლინზის საშუალებით მზის სხივები მიმართეთ აბედზე, რაც აბედის აალებას გამოიწვევს.

    თუ თან გაქვთ მოგრძო ფოლადის მავთული, შემოატარეთ იგი მიწაზე დადებულ ხის მსხვილ ტოტს, მავთულის ბოლოებზე ხის ტოტებისგან სახელურები გააკეთეთ და პირდაპირი მოძრაობით,  სწრაფად უხახუნეთ ტოტს. ხახუნის შედეგად მავთული გახურდება. ტოტისა და მავთულის შეხების ადგილზე დაყარეთ დენთი, დადეთ ფოტოფირი ან სხვა ადვილად აალებადი მასალა…

    ცეცხლს ადავილად დაანთებთ, თუ თან გაქვთ კაჟი ან მაგარი ქვა და ფოლადის ნაკეთობა ან დანა. კაჟი რაც შეიძლება ახლოს დაიჭირეთ აბედთან და ძლიერად დაარტყით დანის პირი ისე, რომ დარტყმისას წარმოქმნილი ნაპრწკლები აბედის შუაგულში მოხვდეს. როგორც კი აბედი გაღვივდება, ნელა შეუბერეთ და ააალეთ. შმდეგ თანდათანობით დაუმათეთ საწვავი (შეშა ან სხვა მასალა).

диверсанты и костёр-ის სურათის შედეგი

    თუ ვაზნები გაქვთ, ქარისგან მოფარებულ ადგილზე შეაგროვეთ ტოტები. რამდენიმე ვაზნიდან გადმოყარეთ დენთი და დაყარეთ გროვის ძირში. აიღეთ ორი ქვა, ერთ ქვაზე დაყარეთ ცოტაოდენი დენთი, მიიტანეთ გროვის ძირში დაყრილი დენთის ახლოს და მეორე ქვით სწრაფად უხახუნეთ. ხახუნის შედეგად აალდება ქვაზე დაყრილი დენთი და ალი შეშის ძირში დაყრლ დენთსაც მოედება.