ბირთვული იარაღი, ქიმიურ და ბიოლოგიურთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი დაზიანების იარაღთა ტიპს. ბირთვული საბრძოლო მასალა არის ასაფეთქებელი მოწყობილობა და  იყენებს ბირთვულ ენერგიას, რომელიც თავისუფლდება ელვისებური ჯაჭვური ბირთვული რეაქციის შედეგად, რაც იწვევს მძიმე ბირთვების დაშლას ან მსუბუქი ბირთვების თერმობირთვული სინთეზის რექციას.

არსებობს ორი ნივთიერება. ისინი იწვევენ ბირთვულ ჯაჭვურ დაშლის რეაქციას.  ურან–235 და პლუტონიუმ–239 – მხოლოდ ეს ორი ნივთიერება გამოიყენება ბირთვულ იარაღში.

Сколько ядерного оружия в разных странах мира - 112 Украина

ტერმობირთვულ ასაფეთქებელ ხელსაწყოში ენერგიის გათავისუვლება ხდება დეითერიუმისა და თრითიუმის უსწრაფესი სინთეზის შედეგად. ძირითადი ასაფეთქებელი ნივთიერება თნამედროვე თერმობირთვულ ქობინებში არის ლითიუმის დეიტერილი. მისი აფეთქება ხდება  იქვე ჩაშენებული უფრო სუსტი, უბრალო ბირთვული ხელსაწყოთი, რომელიც ასერულებს დეტონატორის ფუნქციას.

თერმობირთვული სინთეზის რეაქციები ენერგიის ბევრად უფრო ეფექტური წყაროა. ხოლო კონსტრუქციული გაუმჯობესების გზით ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაძლებელია ბევრად უფრო გააუმჯობესო. თეორიულად არ არსებობს თერმობირთვული ასაფეთქებელი მოძყობილობის შესაძლებლობების გაზრდის ლიმიტი.

Гоночный атом: почему США намерены увеличить расходы на ядерное оружие до  $20 млрд — РТ на русском

ბირთვული აფეთქების სახეობები

საჰაერო ტროპოსფერული;

საჰაერო სტრატოსფერული;

კოსმოსური;

მიწისზესდა;

მიწისქვეშა;

წყალზედა;

წყალქვეშა.

ბირთვული აფეთქების დამაზიანებელი ფაქტორები

დამრტყმელი ტალღა;

შუქური გამოსხივება;

გამჭოლი რადიაცია;

ელექტრომაგნიტური იმპულსი.

ბირთვული საბრძოლო მასალის დეტონაციური ვარიანტები

არსებობს დეტონაციის ორი სქემა: ქვემეხური, იგივე ბალისტიკური, და იმპლოზიური. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა თანამედროვე ბირთვულ მუხტში ორივე სქემა გამოიყენება. ,,ქვემეხური სქემა“ წარმოადგენს კრიტიკული მასის აკრეფას, რამდენიმე მარეგულირებელი ელემენტის შეყვანის მიერ. იმპლოზიური სქემა არის პლაზმის შეკავების მეთოდი განსაკუთრებულ მოცულობაში. გარდა ამისა ამ სქემაში შეიძლება გამოყენებული იყოს პლაზმის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით შეკავება.

National Interest рассказал, в каком случае Россия применит ядерное оружие  против НАТО — ИноТВ

ქვემეხური სქემა

ის გამოიყენებოდა ბირთვული იარაღის პიველი თაობის მოდელებში. მისი  დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ ხდება მუხტის ერთი ბლოკიდან, მეორეში დენთით გამოსროლა. ასე მიიღწევა კრიტიკული მასა, რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. 

იმპლოზიური სქემა

ის იყენებს დაშლის შედეგად  მიღებული მასალის გამოჭერას, ფოკუსირებული დარტყმის ტალღით. ამისთვის გამოიყენება ერეთ წოდებული აფეთქების ლინზები.

ბირთვული საბრძოლო მასალის კლასები

ავიაბომბები;

ტაქტიკური, ოპერატიულ–ტაქტიკური, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები;

წყალქვეშა ბომბები და ნაღმები;

საარტილერიო ჭურვები

Классы ядерных боеприпасов

საინჟინრო ნაღმები და ფუგასები.

Россия никогда не поддержит полный отказ от ядерного оружия – посол РФ в США

სტატიის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მე, გადამდგარმა მაიორმა ზურაბ ხუციშცვილმა, დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა, დავამთავრე კრასნოდარის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამეთაურო–საინჟინრო უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და ოფიცრად ვმსახურობდი მობილურ სარაკეტო კომპლექს – ,,ტოპოლ“–ზე, რომლის ბირთვული ქობინის სიმძლავრე შეადგენდა 300 კილო ტონას.