ფშავ-ხევსურეთის კულტურა და ტრადიცია

ფშავ-ხევ­სუ­რე­თი
ხევ­სუ­რე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ერთ-ერთი კუ­თხეა. ხევ­სუ­რუ­ლი კოშ­კე­ბი მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი. ხევ­სუ­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა გვა­რე­ბად არის და­ყო­ფი­ლი. თი­თო­ე­ულ გვარს ერთი ხე­ო­ბა ან სო­ფე­ლი უჭი­რავს. ხევ­სუ­რეთ­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გვა­რი არა­ბუ­ლი და ჭინ­ჭა­რა­უ­ლია. ეს ორი­ვე გვა­რი ით­ვლე­ბა ხევ­სუ­რე­თის ძი­რე­ულ და თავ­და­პირ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბად.
ხევ­სუ­რუ­ლი სახ­ლის ტი­პე­ბი ძი­რი­თა­დად სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ფი­ქა­ლი ქვი­სა­გან მშრა­ლად ნა­გე­ბია, კომ­პაქ­ტუ­რად თავ­სდე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნი და ცხო­ვე­ლე­ბი, რაც ხევ­სუ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა იყო.
ხევ­სუ­რე­ბის სა­ხე­ლი ლუდ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა. ხევ­სუ­რე­ბი, თუ­შე­ბი, ფშა­ვე­ბი, გუ­და­მაყ­რე­ლე­ბი და მო­ხე­ვე­ე­ბი ტრა­დი­ცი­ულ დღე­სას­წა­უ­ლებს თა­ვი­ან­თი გა­მოხ­დი­ლი ლუ­დით იხ­დიდ­ნენ. დღე­სას­წა­უ­ლე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რი იყო, რაც ქარ­თუ­ლი ლუ­დის ხა­რისხზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებ­და.
ფშა­ვე­ლი მო­ნა­დი­რე ძაღლსა და კა­ტას თოფს არ ეს­რო­და, რად­გა­ნაც მათ უწ­მინ­დურ ცხო­ვე­ლე­ბად თვლი­და. თუ მო­ნა­დი­რე 100 გა­რე­ულ ცხო­ველს, "ნა­დირს" მოკ­ლავ­და, ერთი დღით თოფი მი­წა­ში უნდა და­ე­მარ­ხა. ამას "აზა­რის ათა­ვე­ბა", ანუ მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბა ეწო­დე­ბო­და. ნა­დი­რის მოკ­ვლი­სას თუ მო­ნა­დი­რეს ვინ­მე პირ­ვე­ლი შეხ­ვდე­ბო­და, მის­თვის ნა­ნა­დი­რე­ვი შუ­ა­ზე უნდა გა­ე­ყო. ეს წესი ვაჟა-ფშა­ვე­ლა­საც აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ვის პო­ე­მა­ში "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი".

No comments:

Post a Comment