• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    ალექსანდრე ნიკურაძე- მეცნიერი ( გერმანია)

    ალექსანდრე ნიკურაძის სახელს უკავშირდება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ევროპათმცოდნეობის და ეკონომიკის საგნების დანერგვა.   მისი ინიციატივა -ტერმინი”ევროპოლოგიის” შემოღების შესახებ,  1952 წელს საფრანგეთში მეცნიერთა კონგრესმა დაამტკიცა, ხოლო  ეკონომიკის საგანი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში 1960 წლიდან შევიდა პროგრამაში და შემდგომ სხვა ქვეყნებში გავრცელდა. მეცნიერი ლექციებს  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობდა. მის კვლევებს ბეჭდავდნენ ევროპის მთავარი სამეცნიერო გამოცემები. 1930 წელს  მიუხენში დააარსა ევროპაში ცნობილი სამეცნიერო ცენტრი,  ელექტრონებისა და იონების კვლევის ინსტიტუტი.   იგი ასევე დაინტერესებული იყო პოლიტიკით და ჰუმანიტარული მეცნიერებებით. თანამშრომლობდა გერმანიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან.  იყო ჰიტლერის პირადი მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში. ოკუპირებული აღმოსავლეთ ტერიტორიების მინისტრის ალფრედ როზენბერგის დახმარებით,    მან  “კონტინენტალური ევროპის კვლევების ინსტიტუტი” დააარსა.  

    ალექსანდრე ნიკურაძე  ხუთ ენას ფლობდა. სხვადასხვა ენაზე აქვს გამოქვეყნებული 35 სამეცნიერო ნაშრომი.   ფიზიკა-მათემატიკის გარდა, მისი  კვლევების მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. 1951 წელს მან  პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება  თემაზე -“ საზოგადო სურათები ქართულ -ევროპული წარსულიდან ”, სადაც ისაუბრა ქართულ-ევროპული ურთიერთობის შესახებ. 

    ალექსანდრე ნიკურაძე 80 წლის ასაკში   ქალაქ მიუნხენში გარდაიცვალა.