• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    ნიკიტა მაღალაშვილი -პიანისტი (შვეიცარია, აშშ)

    ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა მუსიკოსმა ნიკიტა მაღალაშვილმა (მაღალოვმა) თანამედროვე პიანიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის მსოფლიოში შოპენის ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. პარიზის კონსერვატორიაში მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ დატვირთული საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით და პოპულარობაც მოიპოვა.

    1939 წელს ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად და წლების განმავლობაში ჟენევის კონსერვატორიაში საფორტეპიანო მასტერ-კლასებს ატარებდა. მან ევროპაში მოღვაწე ისეთი ცნობილი პიანისტები აღზარდა, როგორებიც არიან : მარტა არგერიხი, მარია ტიპო, ინგრიდ ხებლერი, ემილ ნაუმოვი, ვალერი სიგალაევიჩი, ვენსან კოკი, ორღანისტი ლიონელ როგი და სხვები.

    ნიკიტა მაღალაშვილს ფართო მუსიკალური რეპერტუარი ჰქონდა. ის წარმატებით ასრულებდა სკარლატის, ბახის, ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, შუმანის, რაველის, სტრავინსკის ნაწარმოებებს. მეგობრობდა სერგეი პროკოფიევთან. სწორედ მის გავლენას განიცდიდა მუსიკოსი შემოქმედების დასაწყისში.

    “ძველმა ეპოქამ თავის დროზე ორი ტიპის ვირტუოზები აღზარდა – პოეტები და მშრომელები; მაღალოვი პოეტია”-აღნიშნავდნენ მის შესახებ მუსიკის მცოდნეები.
    პიანისტი 1992 წელს შვეიცარიაში გარდაიცვალა.
    #სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia