• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    პეტრე მერაბიშვილი-ექიმი(ეთიოპია და საფრანგეთი)

    პეტრე მერაბიშვილი (დოქტორ მერაბი) პირველი ქართველია, რომელმაც პარიზში სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და დოქტორის ხარისხი მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ჯერ კონსტანტინეპოლში, ხოლო შემდეგ – ეთიოპიაში გაემგზავრა სამუშაოდ, სადაც 26 წელი გაატარა. წლების განმავლობაში იყო ეთიოპიის მეფის – მენელიქ II-ს პირადი ექიმი. ისინი ერთმანეთს პირველად საფრანგეთში შეხვდნენ, სადაც პარიზის ექიმები ცდილობდნენ მოწამლული მეფის გადარჩენას, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი დახმარება. სწორედ დოქტორ მერაბს განუკურნავს მეფე.
    ქართველმა ექიმა ეთიოპიაში, ქალაქ ადის-აბებაში პირველი აფთიაქი “La Georgie” გახსნა. ასევე ჰქონდა პოლიკლინიკები პარიზსა და კონსტანტინეპოლში. ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას, ფრანგულ ენაზე გამოსცემდა სამედიცინო და სამეცნიერო წიგნებს. მისი ნაშრომები პარიზის, ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავის და ადის-აბებას ეროვნულ ბიბლიოთეკებში ინახება.
    ის დიდი ქველმოქმედიც იყო. ჰქონდა თავისი ფონდი და ფინანსურ დახმარებას უწევდა თურქეთში მდებარე ეკლესია–მონასტრებში ქართველებს.
    პეტრე მერაბიშვილი 1930 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პერ ლა შეზის სასაფლაოზე პარიზში.