• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    ალექსანდრე ლეჟავა-მეცნიერი (იაპონია, სინგაპური)

    ალექსანდრე ლეჟავამ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა 1997 წელს იაპონიიდან დაიწყო. დღეს კი სინგაპურში გენომის ინსტიტუტის ტრანსლაციური კვლევის ლაბორატორიის უფროსია და ხელმძღვანელობს კომპანია POLARIS-ს. მისი საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა ონკოლოგიური დაავადებების, ტუბერკულიოზის და კეთრის მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვა. რიკენის ინსტიტუტში ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიას. ასევე კითხულობდა ლექციებს აშშ-ში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    10 წლის წინ პროფესორ ლეჟავას მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას იაპონიაში კოვიდ-19-ის ტესტების წარმოებისთვის დღესაც აქტიურად იყენებენ. წელს კი, სინგაპურის სახელმწიფო ლაბორატორიაში ექსპრეს-ტესტი გამოიგონა, რომელიც 11 წუთში ადგენს არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული კოვიდ-19-ით.

    უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის კვლევის თემაა ახალი ტექნოლოგიების განვითარება გენომის სფეროში და მოლეკულური დიაგნოსტიკა. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო ჟურნალში; ის არის რამდენიმე სამეცნიერო გამოგონების ავტორი.

    ალექსანდრე ლეჟავა იმედოვნებს, რომ მეცნიერული ინოვაციების პრაქტიკაში დანერგვით, ძნელად სამართავ დაავადებასთან ბრძოლის წარმატებით დასრულება მალე შესაძლებელი გახდება.