• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    ირაკლი არეშიძე ( ჯორჯ არისონი) – მეწარმე და სტარტაპერი (აშშ)

    2014 წელს ირაკლი არეშიძის მიერ დაარსებულმა კომპანია Shift Technologies-მ, რომელიც მეორადი მანქანების ონლაინ პლატფორმაა,  ოთხ წელიწადში  $275,000,000 $-ზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა (კომპანიას ქართული წარმომადგენლობაც აქვს და მასში   70 ადამიანია დასაქმებული). მანამდე  ქართველმა მეწარმემ ტაქსის სერვისის ონლაინ აპლიკაცია შექმნა, რომელიც  ამერიკაში ჯერ კიდევ   Uber-მდე არსებობდა და დღეს Curb-ის სახელით არის ცნობილი.  

    ირაკლი არეშიძე ამერიკაში 1992 წლიდან ცხოვრობს.   განათლების მიღების შემდეგ, როგორც მკვლევარი,  ვაშინგტონის კვლევით ცენტრში მუშაობდა, შემდეგ  კი Google-ში. ასევე იყო ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი.  იგი დაინტერესებულია ახალი ტექნოლოგებით, ატარებს მასტერკლასებს და ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.  არის  წიგნის„დემოკრატია და ავტოკრატია ევრაზიაში“ ავტორი.