31/01/2024
14:38
მსოფლიო
,,ინდოეთში 718 ირბისი, იგივე თოვლის ლეოპარდი [კატისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი], ბინადრობს, ქვეყანაში ჩატარებული პირველი გამოკითხვის მიხედვით,’’ - განაცხადა ინდოეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ.
ინდური თოვლის ლეოპარდები, მსოფლიო მასშტაბით, დიდი კატისებრთა ოჯახის მტაცებლების 10-15%-ს შეადგენენ. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ თოვლის ლეოპარდი კლასიფიცირებულია, როგორც დაუცველი კატეგორიის ცხოველი, რადგან მას მრავალმხრივი საფრთხე ემუქრება - ჰაბიტატის კლება, ბრაკონიერობა, ინფრასტრუქტურის განვითარება. კვლევა - ირბისის პოპულაციის შეფასების პროგრამა ინდოეთში - 2019 წლიდან 2023 წლამდე ჩატარდა. კვლევა ირბისების რაოდენობის დადგენის მიზნით ჩატარდა [120,000 კვ.კმ-ზე, ტრანს-ჰიმალაის, ლადახის, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონებში, ჰიმაჩალ პრადესა და უტარახანდში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ინდოეთში].
„ბოლო წლებამდე, ინდოეთში მობინადრე ირბისის [თოვლის ლეოპარდის] რაოდენობა განსაზღვრული არ იყო, რადგან მტაცებელთა ეს დაუცველი სახეობა ეროვნულ დონეზე არ გამოკვლეულა“, - ნათქვამია ინდოეთის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ცხოველის მიერ ათვისებული ტერიტორიის 70% დაუცველია და ველური ბუნების კრიტიკულ ჰაბიტატს წარმოადგენს. აუცილებელია ირბისის თანმიმდევრული მონიტორინგი მისი ხანგრძლივად გადარჩენის უზრუნველსაყოფად.
0
0