ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ

AutoSharing Option
ინგლისური "უოტფორდის" 32 წლის ნახევარმცველმა ვალონ ბეჰრამიმ სოციალური ქსელის საშუალებით თავისი ახალი ტატუს ფოტოები გაავრცელა.

წარმოშობით კოსოვოელი ფეხბურთელის მარჯვენა ფეხზე ფეხბურთის მოთამაშე პატარა ბიჭი, ასევე, ცარიელი ვაზნები და ავიაგამანადგურებლებია გამოსახული. პოსტს აქვს მინაწერი: "მთელი ჩემი ცხოვრება".

ვალონ ბეჰრამი ამჟამინდელი კოსოვოს ტერიტორიაზე, ქალაქ მიტროვიცაში დაიბადა. როდესაც ის 5 წლის იყო, ოჯახი, ლტოლვილის სტატუსით, შვეიცარიაში გადავიდა. ცოტა ხნის წინ ბეჰრამიმ FIFA-ს ახლად აღიარებული კოსოვოს ნაკრებში თამაშის უფლება სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ მას შვეიცარიის ეროვნული გუნდის მაისურით უთამაშია, უარი მიიღო.

Sportall.Ge Sportall.Ge Sportall.Ge Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული