მესი პირველია - ლეომ მსოფლიო ჩემპიონატზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის გამარჯვებული არგენტინა გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში საფრანგეთს სძლია.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "ალბისელესტეს" კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში მეორედ გახდა.

პირველად მესიმ ეს ჯილდო 2014 წელს ირგუნა. აღსანიშნავია, რომ ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაგარი ფოტოა! გენაცვალე ლეო, ჯიგარი ხარ!
ასე ნანატრი თასი!!!!!!!!!!!!
10:22 20-12-2022
0

სიახლეები პოპულარული