რონალდო: თამაშის წინ სექსი კარგია, მასტურბაცია - დამღუპველი

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თამაშის წინ სექსი მოთამაშის ფიზიკურ მდგომარეობას ზიანს არ აყენებს. ამავე დროს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის აზრით, მასტურბაცია ფეხბურთელის ფორმაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

"არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ მატჩის წინ სექსი ფეხბურთელის თამაშზე გავლენას ახდენს. აი, მასტურბაცია კი თანგავს", - თქვა რონალდომ.

ბრაზილიელმა ასევე 1997 წლის კოპა ამერიკაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც მან და რომარიომ ნაკრების შემადგენლობა უკითხავად დატოვეს და "ქალებში გაისეირნეს".

"მათ დამარწმუნეს, რომ სასტუმროდან უნდა წავსულიყავი, - სიცილით იხსენებს წარსულ დღეებს
რონალდო, - კედელზე წინასწარ მომზადებული კიბით უნდა გადავმძვრალიყავი. ეს რთული ოპერაცია იყო და არ მაქვს უფლება დეტალები გავახმოვანო".

ამასთან, ბრაზილიის ნაკრებმა ის კოპა ამერიკა მოიგო, თანაც ექვსივე მატჩში გაიმარჯვა. რონალდომ და რომარიომ კი ორივემ ერთად 8 გოლი გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მეტად ამ სტატიაში ის არ მესიმოვნა რო წერია წარსულში ცნობილმა ფეხბურტელმა:D:D
interista18
20:01 28-10-2011
0

სიახლეები პოპულარული