ქართველების წინააღმდეგ ირლანდიას შეინ ლონგი უკაპიტნებს

AutoSharing Option
2 ივნისს, 20:30 სთ-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს ირლანდიის ნაკრებთან.

დუბლინური შეხვედრის წინ ირლანდიელთა იტალიელმა თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ მედიას განუცხადა, რომ მასპინძელთა კაპიტანი შეინ ლონგი იქნება.

ირლანდიის ნაკრები განსხვავებულ შემადგენლობას ათამაშებს თემურ ქეცბაიას გუნდთან - სავარაუდო 11-ეულში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელთაც "უემბლიზე" ინგლისელებთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში ითამაშეს: შეინ ლონგი და ჯეიმს მაკარტი.

ამიტომაც "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" შემტევი ირლანდიის ნაკრების კაპიტანი გახდა.

"ის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანია. როგორც ყველა კაპიტანს, მას ძალიან რთული მისია
ევალება - ძალიან კარგად უნდა ითამაშოს. გაიტანოს გოლები და დაეხმაროს რჩევებით თანაგუნდელებს"
, - განაცხადა ტრაპატონიმ.

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა კი ასეთი იქნება:

ვესტვუდი - მაკშეინი, რ. კიო, დელეინი, უილსონი - ა. კიო, მაკარტი, ჰულაჰანი, მაკლინი - კოქსი, ლონგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯოვანი ტრაპატონი: საქართველოსთან შანსს ნაკრების "პერიფერიულ" ფეხბურთელებს მივცემ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული