ნიკოლაი პავლოვი: ეს ოქრიაშვილისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენთვის - დანაკარგი

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა უკრაინის 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის ფეხბურთელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

"გაგრადან" გადასულ გიორგი ჯგერენაიას კლუბმა იჯარა არ გაუხანგრძლივა.

პავლოვის თქმით, დავით თარგამაძე გუნდში რჩება, აი, თორნიკე ოქრიაშვილმა სხვა კლუბების ყურადღება მიიპყრო.

- შეგიძლიათ, დარწმუნებით თქვათ, რომ თარგამაძე და ოქრიაშვილი გუნდში დარჩებიან?
- დათო დარჩება, აი, ოქრიაშვილზე კი კითხვის ნიშნებია. წელს თორნიკემ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, რაც სხვა კლუბებმა შეამჩნიეს. თუ მას რამე წინადადება გაუჩნდება, ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი
იქნება, ხოლო ჩვენთვის - დანაკარგი.

- თქვენ თქვით კლუბები: ანუ "შახტარის" გარდა, სხვა კლუბზეც არის საუბარი?

- ყოველ შემთხვევაში, მის თამაშზე დადებითად სხვა კლუბების ბევრი სპეციალისტი საუბრობდა.

მომზადებულია football.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული