ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძე და ოქრიაშვილი ისე არ იქცევიან, როგორც ეს ნამდვილ სპორტსმენებს შეეფერებათ

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე, დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე ისაუბრა.

- ბევრი რამე არის ადამიანზე დამოკიდებული, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი საკუთარ თავში უნდა გაერკვეს.

დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი მოედნის გარეთ კარგად არ იქცევიან, რაც მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლინებაში ხელს უშლის.

ბიჭები ერთ ქვეყანას წარმოადგენენ, დროს მუდამ ერთად ატარებენ და მე ვიტყოდი, დროს ისე არ ატარებენ, როგორც ეს ნამდვილ სპორტსმენებს შეეფერებათ.

მათთან სერიოზული საუბარი მომიწევს და თუ არ შეიცვლიან საკუთარი თავისადმი მიდგომას, მათ დიდი პრობლემები ექნებათ.

- რას გულისხმობთ, გუნდიდან მოკვეთას?

- საბჭოთა კავშირში არ ვართ. ახლა ფეხბურთელის ასე უბრალოდ მოკვეთა არ შეიძლება, რადგან მას კონტრაქტი იცავს. ჩემი აზრით, სასტარტო შემადგენლობაში არმოხვედრა ყველაზე დიდი სასჯელი იქნება.

ერთია, როცა ეს კონკურენციის გამო ხდება, ხოლო მეორე, როცა ამის მიზეზი არასაფეხბურთო მომენტები ხდება.

არ ვაპირებ მათ აღზრდას, ისინი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან და საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგონ.

მომზადებულია ukrfootball.com.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
დავით თარგამაძე: დანავსული პერიოდი უკან დარჩა [VIDEO]
დავით თარგამაძეს ისე მტკივნეულად ჩაარტყეს, მოედანზე გონება დაკარგა

თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს
თორნიკე ოქრიაშვილის ბელგიურ-ჰოლანდიური ვარიანტები და დაბრკოლება
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტიპიური ქართველი ბიჭუნები. ალკოჰოლი და ქერა გოგონები... მეტი არაფერი არ აინტერესებთ ცხოვრებაში...
marina
12:49 09-07-2013
0
ამათ არც ნიჭი აქვთ და არც წარმოდგენა იმისა თუ რა უნდთ. Lაპარაკში დიდ ფეხბურთზე საუბრობენ, და საქციელით ბავშვს რომ ტუქსავენ ისე ტუქსავს მწვრთნელი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული