"რეალ მადრიდ კასტილიაში" ზინედინ ზიდანს ლუის მიგელ რამისი შეცვლის

AutoSharing Option
"რეალ მადრიდ კასტილიას" ახალ მწვრთნელად "სამეფო გუნდის" ყოფილი ფეხბურთელი ლუის მიგელ რამისი დაინიშნა.

45 წლის სპეციალისტმა ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლა, რომელმაც გუშინ, 4 იანვარს, რაფაელ ბენიტესის დათხოვნის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარი გუნდი ჩაიბარა.

რამისი 2011 წლიდან "რეალის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამისი მადრიდელთა ღირსებას 1991-დან 1994 წლამდე იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული