გერმანიის ნაკრების მეკარე "ბაიერნში" გადავა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების და "შალკეს" მეკარე მანუელ ნოიერი მიუნხენის "ბაიერნში" გადავა. "შალკე" გოლკიპერის 18 მილიონ ევროდ გაყიდვას დათანხმდა, თუმცა გარიგების საერთო თანხა შესაძლოა 25 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

18 მილიონ ევროს, რომელსაც "ბაიერნი" "შალკეს" გადაუხდის, გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენელთა გამარჯვების შემთხვევაში 3 მილიონი ევრო დაემატება და კიდევ სამი მილიონი - თუ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ნოიერი "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად მაისის ბოლოს გახდება. გოლკიპერი კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც ის წელიწადში ექვს მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. ნოიერს "შალკესთან" ხელშეკრულების ვადა 2012 წლის
ზაფხულში ეწურებოდა.

ნოიერი "შალკეს" აღზრდილია. კლუბის ძირითად შემადგენლობაში მას დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. 2010 წელს ნოიერი სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო და თავისი გუნდის შემადგენლობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 2010/11 წლების სეზონში "შალკე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული