შეინ ვილიამსმა პენსიაზე გასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
უელისის ნაკრების გარემარბმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ შეინ ვილიამსმა სეზონის დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაადასტურა.

34 წლის მორაგბე ბოლოს მოედანზე 2 ივნისს "ბარბაროსების" შემადგენლობაში გამოჩნდება უელსის ნაკრებთან მატჩში. მას სურვილი აქვს, რაც შეიძლება მეტი დრო ბიზნესსა და იჯახს დაუთმოს.

"წლეულს ძალიან მძიმე სეზონი მქონდა. იმდენად, რომ რაგბის თამაშით უწინდებურად სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. მიმაჩნია, რომ ახლა სწორედ ის დროა, ბუცები ლურსმანზე დავკიდო. მაგრამ, ამასთან ერთად, "ოსფრიზშიც" დავრჩები. ეს გუნდი ჩემთვის ოჯახივითაა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას
თანადგომისთვის.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მოედანზე სულ უფრო და უფრო სუსტად ვგრძნობ თავს. თანაც მოდიან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც გამარჯვების წყურვილი კლავთ და ისე გამოდის, რომ მე მათ გზას ვუღობავ.

რაგბიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოა, "ოსფრიზის" დირექტორატში დავიწყო მუშაობა. ძალიან მაინტერსებს სარაგბო მენეჯმენტი და მარკეტინგი. მაქვს ასევე შემოთავაზება რამდენიმე ტელეკომპანიისგან. უნდა ვაღიარო, რომ ეს საქმეც ძალიან მიზიდავს. ვნახოთ, მოსაფიქრებლად დრო საკმარისად მაქვს" - თქვა შეინ ვილიამსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული