ჯიპები ფერნანდო ალონსოსა და ფელიპე მასასთვის

AutoSharing Option
"ფერარიში" საინტერესო სარეკლამო ნაბიჯი მოიფიქრეს, რომელიც ერთგვარად შეამსუბუქებს სიტუაციას, რომელიც ახალი ბოლიდის პრეზენტაციის გაუქმებით წარმოიშვა.

"განსაკუთრებული პირობები განსაკუთრებულ ნაბიჯებს მოითხოვს, - წერია იტალიური გუნდის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მარანელოში გადაუღებლივ თოვდა, ამიტომაც დღეს ფელიპე მასამ და ფერნანდო ალონსომ სპეციალური ავტომობილები მიიღეს. ეს არის ყველაზე სწრაფი და ძლიერი ჯიპის - Grand Cherokee SRT8-ის პირველი ორი ეგზემპლარი".

"ფერარის" პილოტებს ეს მანქანები ბერტ პერეტამ გადასცა, რომელიც Chrysler Group-ის (რომელზეც კონტროლი ეკუთვნის კონცერნ "ფიატს") მარკეტინგის დირექტორია.

ჯიპები სპეციალური კომპლექტაციით გამოუშვეს,
რომელსაც რამდენიმე ექსკლუზიური დეტალი გამოარჩევს. მაგრამ მთავარია წითელი ფერი, რომლითაც ღებავენ მარანელოში გამოშვებულ სპორტკარებს.

Grand Cherokee-ის სპორტული ვერსია ევროპაში ზაფხულიდან გაიყიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული