ნიკოლა მინეტი: რონალდო საშინელი საყვარელია და საწოლში არაფრის მაქნისი

AutoSharing Option
27 წლის ნიკოლა მინეტი ირწმუნება, რომ რუსი მოდელის, ირინა შეიკის საქმროსთან სექსი ჰქონდა.

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კვლავ გაეხვა სექსუალურ სკანდალში. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ რონალდომ შეიკს უღალატა.

გამოცემები წერდნენ, რომ პორტუგალიელს ნიკოლა მინეტისთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, რომელიც "მილანის" მფლობელთან, სილვიო ბერლუსკონისთან კავშირით ახსოვს საზოგადოებას.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდომ უარყო ყველა ჭორი, მინეტისთან დაკავშირებული ისტორია მაინც არავის დაავიწყდა.

რამდენიმე დღის წინ კი მინეტიმ იტალიურ ჟურნალ "დივა ე დონას" სკან
დალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა:

Sportall.Ge"რონალდო საშინელი საყვარელია და საწოლში არაფრის მაქნისი.

მან საწოლში ტესტი ვერ ჩააბარა. ყველაფერი ძალიან მოსაწყენი იყო. ვაღიარებ, ამ ბოლო დროს სექსში მუდმივი იმედგაცრუება მაქვს.

ძალიან მინდა, რომ ჩემი შემდეგი საყვარელი ვინმე ლამაზი ნეაპოლიტანელი იყოს".


აქვე გეტყვით, რომ მინეტიმ სახელი ბერლუსკონის ვილაზე სექს-წვეულებების ორგანიზებით გაითქვა.

ნიკოლა ამჟამად პროფესიონალი სტომატოლოგია და ასევე, ლომბარდიის რეგიონალური პარლამენტის დეპუტატია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიშა უნდა მაგას მიშა,ანახებდა მაგას სადაც კიბორჩხალები იზამთრებენ...ოოო,გვარი -სულ რომ არ ფიქრობდე...
MARADONA
11:42 11-01-2013
0
ჰაჰა სახელი რა ასიანში გაარტყეს
riko
15:52 09-01-2013
0

სიახლეები პოპულარული