TimeLine: ქორწილი, ფოტოპარალელი და მფრინავი სკამები

AutoSharing Option
22 სექტემბერს, ევროპული საკალათბურთო ეპიცენტრი სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში იყო, სადაც ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს საფრანგეთი და ლიტვა დაეჭიდნენ.

იმ დღეს ქართულმა საკალათბურთო ცენტრმა მცხეთაში გადაინაცვლა, სადაც თორნიკე შენგელია ჩოხა-ახალუხში გამოეწყო, სალომე ჯუღელთან ჯვარი დაიწერა და ტრადიციული ქართული ქორწილი გაიმართა. ვულოცავთ ახალშეუღლებულებს და ბედნიერებას ვუსურვებთ.

მეორე დღეს ინტერნეტსივრცეში ქორწილის ამსახველი უამრავი ფოტო გავრცელდა, რომელთაგან ზოგი უცხოური საიტიდან იყო - კვირას თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკული გამოცემა "ეს ბი ნეიშენის" კორესპონდენტი ირინა პავლოვა, რომელმაც გამოცემისთვის მოკლე სტატიაც მოამზადა.

ვფიქრობთ, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს უცხოელის
თვალით დანახული ქართული ქორწილი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

"...თორნიკე შენგელიამ ჯვარი საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, 900 წლის სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა.

Sportall.Ge

..."ბრუკლინ ნეთსის" მაისურში გამოწყობილმა სალიმ მეუღლესთან ერთად "ბრუკლინის" ჰიმნზე იცეკვა. ამერიკული მუსიკა ქართული ტრადიციულით შეიცვალა, ხოლო "ნეთსის" მაისური - საქართველოს ნაკრების ფორმით.

Sportall.Ge

...ქორწილს მეუღლესთან ერთად ესწრებოდა "მილუოკი ბაქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელიც თორნიკეს უახლოესი მეგობარი და ამავე დროს, სალის დეიდაშვილია."

ფოტოპარალელი
ქორწილის შემდეგ "ფეისბუქზე" ერთმანეთზე შეწებებული ორი ფოტო გამოქვეყნდა. ორივეგან სამი მეგობარია გამოსახული. პირველი 2006 წელსაა გადაღებული, მეორე - 2013 წლის 22 სექტემბერს. მარცხნიდან: ნიკა გაბელია, ზურა ნიკოლეიშვილი და თორნიკე შენგელია.

Sportall.Ge

ცეკვავენ...
ქართულ ცეკვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ეროვნული ნაკრების წევრი ანატოლი ბოისა დიდ მარათონში ჩაება: ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოდის და პირველ დღეს ჯაივს იცეკვებს. ვნახოთ, როგორია მოედნის ნაცვლად სცენაზე ასული უბურთო კალათბურთელის გულშემატკივრობა.

Sportall.Ge

მფრინავი სკამები
ქომაგობა თურქებმა უნდა დაიტრაბახონ: "ბეშიქთაში"-"გალათასარაის" მატჩისას მოედანზე მომხდარ მცირე ინციდენტს ფანები გამოეხმაურნენ, ჯერ პლასტიკატის სკამების წვიმა დაატეხეს სტიუარდებს, შემდეგ მოედანზეც შეიჭრნენ... საკითხავი მხოლოდ ის არის, სად ნახეს ისეთი ტიპის სკამები, ლუდის ღია ფარდულებში რომ დგას ხოლმე.

გააფთრებული თურქი ფანები მოედანზე - "ბეშიქთაში"-"გალა" ჩაიშალა [VIDEO]

Sportall.Ge

აი, ქომაგი
საქართველოს თასზე "სიონი"-"ზესტაფონის" მატჩისას გულშემატკივრები სამაგალითოდ იქცეოდნენ. განსაკუთრებით, ეს თავაწეული ჭია მომლოცველა, რომელიც სკამზე მოკალათებულა და მშვიდად ადევნებს თვალს მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

ფოტო "ფეისბუქზე" რომ გამოქვეყნდა, "მოწონება" და უამრავი კომენტარი დაიმსახურა. ერთმა იკითხა - ბოლნისიდანაა თუ ზესტაფონიდანო. ფორმის ფერის მიხედვით პასუხის გაცემა რთულია: "სიონს" წითელი ეცვა, "ზესტაფონს" - თეთრი. ვითომ ირლანდიელი გულშემატკივარია?

Sportall.Ge

ბაპტისტანი
გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგაში გატანილ ერთ გოლს სატაიმლაინე გაგრძელება მოჰყვა. "ატლეტიკო"-"ზენიტის" დაპირისპირებისას შეცვლაზე შესულმა ბრაზილიელმა ბაპტისტაომ რუსებს მე-80 წუთზე გაუტანა (3:1).

გოლის აღნიშვნისას ყურადღება მიიქცია ერთმა დეტალმა - ფეხბურთელს მაისურზე სარეკლამო წარწერა არ აღმოაჩნდა.

არადა, ყველა დანარჩენ ატლეტიკოელს გულზე "აზერბაიჯანი" ეწერა. ეს რომ დაინახა, რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა თქვა: "ბრაზილიურად ბაპტისტაო, იკითხება როგორც ბაპტისტანი. ბრაზილიაში სომხების დიდი დიასპორაა, რომლებსაც გვარის დაბოლოებად "ან" აქვთ. ჰოდა, ბაპტისტაოც სომეხია და იმიტომ არ დაიწერა გულზე "აზერბაიჯანი, ცეცხლის მიწა".

ვასილი უტკინის ნათქვამს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, როგორც გაირკვა, კომენტატორმა, უბრალოდ, იხუმრა. ბაპტისტაომ კი მოიბოდიშა, თამაშის წინ შემეშალა, ფორმის ის კომპლექტი არ ავიღე, რომელიც "ზენიტთან" თამაშისთვის იყო განკუთვნილიო.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქორწილია, ქორწილი! - თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია დანათესავდნენ [ფოტო]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული