გამოვიდა ახალი ყოველკვირეული სპორტული ჟურნალი "ლელო week"

AutoSharing Option
თქვენ წინაშეა ახალი სპორტული ჟურნალის, "ლელო week"-ის პირველი ნომერი - 40-გვერდიანი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ფერადი გამოცემა, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს განსხვავებული პროდუქტი სპორტულ გამოცემათა ბაზარზე.

ჟურნალის მიზანია ყველა თაობისა თუ გემოვნების მკითხველის დაკმაყოფილება ანალიტიკური, სახალისო, ისტორიული თუ თვალსასეირო მასალებით.

ჟურნალის პირველ ნომერში, რომელიც 7 დეკემბრიდან იყიდება, წარმოდგენილია:

* ყოველკვირეული მიმოხილვა, რომლის მიზანია, ცოტა სხვა კუთხით დაანახოს მკითხველს კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები;

* წერილი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე, სადაც ვცდილობთ, პასუხი გავცეთ კითხვას - როგორ მოვუაროთ და არ დავკარგოთ ნიჭიერი თაობა;

*
უთუოდ დაგაინტერესებთ მიხეილ მესხის არგენტინული ისტორია;

* "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნი;

* საინტერესო ფრაგმენტი იტალიის ფეხბურთელთა ნაკრების 1982 წლის სამუნდიალო ტრიუმფიდან;

* ექსკლუზიური ინტერვიუები საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან და კალათბურთელთა ეროვნული გუნდის ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან;

* ალბათ, დაგაინტერესებთ საჭიდაო სეზონის ანალიზიც;

* უმცროსი თაობისთვის პირველ ნომერში არჩევანი ლიონელ მესის პოსტერზე გავაკეთეთ;

* თვალს ვერ მოსწყვეტთ მომხიბლავ ხორვატ კალათბურთელ ანტონია მიშურას და იმედია, სპორტული სკანვორდის შესავსებადაც დაგრჩებათ დრო...

ჟურნალი "ლელო week" გამოდის შაბათობით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული