Jump to content


ფოტო

ფიდერის ანკესები


  • Please log in to reply
1513 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 12 2013 - 12:46

ფიდერის ანკესები

ფიდერის ანკესებს აწარმოებს სათევზაო აღჭურვილობის პრაქტიკულად ყველა ცნობილი მწარმოებელი ფირმა. როგორც წესი, ფიდერის ანკესი შტეკერული ტიპისაა ანუ შედეგბა ორი ან  სამი  ერთმანეთში ჩასასმელი მუხლისაგან და დამატებით აღჭურვილია სამი (2,4,5)მოსახსნელი წვეროთი – ქვივერტიპებით, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ თევზის კენკვის სიგნალიზატორებს.

 

სურ. 1. ფიდერის ანკესი – შტეკერული ტიპის, მოსახსნელი წვეროებით.

Blackrock Apex Float and feeder rod.jpg

 

იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს გასაშლელი ტიპის ტელესკოპური ფიდერული ანკესი, მაგრამ სუსტი მექანიკური სიმტკიცის გამო ისინი არ არის რეკომენდირებული ფიდერით თევზაობისთვის.

ისევე, როგორც ნებისმიერი სათევზაო სტილის ანკესები, ფიდერის ანკესებიც ხასიათდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი პარამეტრებით, რომელთა გათვალისწინებითაც განისაზღვრება მათი გამოყენების სფერო.

 

ფიდერის ჯოხების პარამეტრებია:

  • სიგრძე
  • წყობა
  • ტესტი

 

ჩვენ ცალკეულად განვიხილავთ ყველა აღნიშნულ პარამეტრს, რათა დაინტერესებულმა მეთევზემ ფიდერის ანკესის შეძენისას ადვილად მიიღოს სწორი არჩევანი, რადგან დღეს ბაზარზე ფიდერის ჯოხების უამრავი ნაირსახეობაა წარმოდგენილი.  

 

პარამეტრი პირველი – ანკესის სიგრძე

 

 ფიდერის ანკესების სიგრძე  3,0 მეტრიდან 4,5 მეტრამდე მერყეობს. ყველაზე გავრცელებულია 3,6–3,9 მ სიგრძის ანკესები. მათი დახმარებით სატყუარას ტყორცნა უკვე საკმაოდ დიდ მანძილზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, თუ ვთევზაობთ ქვიან ფსკერზე, სადაც დიდია საკვებურას ქვაზე წამოდების რისკი, ანკესის ეს სიგრძე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ერთი მოქნევით ადვილად წამოვწიოთ მონტაჟი ფსკერიდან და გადავარჩინოთ საკვებურა ჩაწყვეტისგან, რაც უფრო მოკლე ჯოხების დახმარებით ნაკლებად შესაძლებელია.

 

სურ. 2. ფიდერის ჯოხის სტანდარტული განლაგება მდგარ წყალსატევებზე ან სუსტი დინების მქონე მდინარეებზე – ნაპირის პარალელურად.

სად.png

 

მაშ აბა რისთვისაა საჭირო 4 მეტრზე გრძელი ჯოხები? უპირველესყოვლისა მათი საშუალებით შესაძლებელია ექსტრემალურად შორი ტყორცნების წარმოება, ანუ ამ ტიპის ჯოხებით თევზაობენ დიდ წყალსატევებზე, სადაც ხშირად შორ მანძილზე ტყორცნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, გრძელი ჯოხები ძალიან ეფექტურია ძლიერ დინებაზე თევზაობისთვის. ეს გამოწვეულია იმით, რომ წყლის ძლიერი ნაკადის პირობებში ძუა განიცდის დიდ ზეწოლას, კარგავს სწორხაზოვან მიმართულებას, რის შედეგადაც მეთევზე კარგავს კონტროლს სატყუარაზე და საკვებურაზე. ამ არასასურველი მოვლენის თავიდან ასარიდებლად მდინარეზე თევზაობისას ფიდერის ანკესებს განათავსებენ ვერტიკალურად, რათა წყალში ძუის მინიმალური გიგრძე იყოს ჩაძირული. შესაბამისად, რაც უფრო გრძელი იქნება ანკესი, მით უფრო გაიზრდება ძუის წყალში ჩაშვების კუთხე და გაიოლდება სათევზაო მონტაჟის კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ძლიერ ქარში ამ ილეთის გამოყენება ცოტა გართულდება, მაგრამ მონტაჟის წონის გაზრდით და ძუის დაჭიმვის ხარისხის გაძლიერებით ეს პრობლემაც დასაძლევი ხდება.

 

სურ. 3. ფიდერის ჯოხის განლაგება ძლიერი დინების მქონე მდინარეებზე – ვერტიკალურად.

იუ.png

 

დამწყები ფიდერით მოთევზავეებისთვის ჩვენი რეკომენდაცია იქნება შეიძინონ საშუალო, მაგალითად 3,6 მეტრი სიგრძის ფიდერის ჯოხი, რადგან ამ ჯოხით თქვენ უფრო ადვილად აითვისებთ ფიდერით თევზაობის ტექნიკას და საქართველოს უმეტეს წყალსაცავებზე შეძლებთ ოპტიმალურ დისტანციაზე  ტყორცნას.

გამოშვებულია ფიდერის ჯოხები, რომელთა სიგრძეც შეგვიძლია შევცვალოთ სპეციალური დამატებითი მუხლის საშუალებით. ასეთი ჯოხია მაგალითად, იტალიური ფირმა Milo-ს მიერ გამოშვებული ფიდერის ანკესი Magnum Feeder. მის კომპლექტაციაში შედის 60 სანტიმეტრიანი დამატებითი მუხლი, რომლის დახმარებით მეთევზეს აქვს პრაქტიკულად ორი ანკესი – ერთი 3,6 მეტრიანი, და მეორე 4,5 მეტრი სიგრძის (დამატებით მუხლთან ერთად). საკმაოდ მოხერხებული მიგნებაა, თუმცა ფიდერის წყობა დამატებითი მუხლის დაყენების შემდეგ ცოტაოდენ იცვლება.

თუ რას ნიშნავს ფიდერის ანკესის წყობა და რა მნიშვნელობა ენიჭება ამ პარამეტრს თევზაობისას, მოგითხრობთ შემდეგ სტატიაში.

 

სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი



#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 12 2013 - 14:17

ფიდერის ანკესები

პარამეტრი მეორე – ანკესის წყობა

ანკესის წყობა ეწოდება მის უნარს გაიდრიკოს დატვირთვის ქვეშ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოხრილობას ქმნის ჯოხი დატვირთვისას, განასხვავებენ ანკესების წყობის რამდენიმე ტიპს.

 

სურ. 1. ფიდერის ჯოხის მოხრილობა დატვირთვისას.

wy.jpg  flexxi-rod_5.jpg

სწრაფი წყობა (Fast)

ეს არის საკმაოდ ხისტი ჯოხები, რომელთა დატვირთვისას (ტყორცნა ან მოზრდილი  თევზის გამოყვანა) იხრება მხოლოდ ჯოხის წვერი და ანკესის პირველი მუხლი. სწრაფი წყობის ფიდერების უპირატესობაა სრული კონტროლი თევზის გამოყვანისას, მათი საშუალებით ადვილად შესაძლებელია მოზრდილი თევზის სრაფი წამოწევა ფსკერიდან, რაც არ მისცემს თევზს საშუალებას შეძვრეს წყალქვეშა დაბრკოლებებში.

საშუალო წყობა (Average)

ძალიან მტკიცე და დრეკადი ჯოხებია, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ძლერი და ზუსტი ტყორცნა. დატვირთვისას იდრიკება დაახლოებით ჯოხის ნახევარი.

ნელი წყობა (Slow)

ამ წყობის ჯოხებისთვის დამახასიათებელია ყველა მუხლის მოხრილობა პრაქტიკულად ანკესის ტარამდე. ასეთი წყობის ფიდერები უფრო მეტ შეცდომას პატიობენ მეთევზეებს, რადგან დიდი დრეკადობის წყალობით ამორტიზირებას უკეთებენ თევზის გაქაჩვებს და ამცირებენ დატვირთვას მონტაჟზე, რითაც იცავენ სადავის ძუას გაგლეჯვისგან.  ასეთი წყობის ჯოხებს კიდევ უწოდებენ პარაბოლურს, რადგან მათი მოხრილობის ფორმა წააგავს პარაბოლას. პარაბოლური ჯოხები გვაძლევს ასევე მცირე უპირატესობას ტყორცნის დროს, რადგან მათი საშუალებით  ტყორცნა შედარებით „რბილია“, რაც ამცირებს დატვირთვას მონტაჟზე და იცავს მას მოწყვეტისგან.

 

სურ. 2. ფიდერის ჯოხების წყობა – წსრაფი, საშუალო და ნელი.

guy.jpg

რთული წყობა (Progressive)

ეს არის ანკესის წყობა, როცა მცირე დატვირთვეისას იხრება ანკესის მხოლოდ წვერი და პირველი მუხლი, ანუ ჯოხი მუშაობს სწრაფი წყობის პრინციპით, ხოლო თუ დატვირთვამ მოიმატა, მუშაობაში ერთვება ანკესის მთელი კორპუსი და წყობა უახლოვდება პარაბოლურს.

ფიდერის წყობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯოხის ყიდვისას. მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთიდაიგივე ტესტის (ამ პარამეტრზე დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგში) ჯოხები შეიძლება სხვადასხვა წყობის იყოს. თუმცა, შეინიშნება გარკვეული კანონზომიერება იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, მძლავრი ფიდერები უფრო სწრაფი წყობისაა, ვიდრე დაბალი ტესტის მქონე ჯოხები. თუ მაღაზიაშივე გსურთ შეამოწმოთ ფიდერის ჯოხის ტესტი, აუცილებლად მოხსენით მას ქვივერტიპი. ამის შემდეგ მოკიდეთ ხელი ანკესის სახელურს და ხელის დაქნევით ან ტყორცნის „იმპროვიზაციის“ საშუალებით განსაზღვრეთ, თუ როგორ მოხრილობას ქმნის ეს ჯოხი  – იხრება მხოლოდ ზედა მესამედში, თუ მთელს სიგრძეზე.

შეუძლებელია ცალსახად თქმა იმისა, თუ როგორი წყობის ჯოხია უკეთესი. ეს უფრო განისაზღვრება პირადად მეთევზის სიმპატიებით, ჩვევებით და, თუ გნებავთ, ტემპერამენტით. ინგლისელები, მაგალითად ტრადიციულად უმეტესად აწარმოებენ ნელი წყობის პარაბოლურ ჯოხებს, რის გამოც ასეთ ჯოხებს ზოგჯერ ინგლისურ ანკესებსაც უწოდებენ. ამერიკელები კი, პირიქით, უფრო „სწრაფი“ ჯოხებით არიან გატაცებულები. ევროპელები უფრო მეტედ ირჩევენ საშუალო ან პარაბოლური ტიპის ფიდერის ჯოხებს.

შემდეგში ჩვენ ვისაუბრებთ ფიდერის ჯოხების კლასიფიკაციაზე და ისეთ უმნიშვნელოვანეს პარამეტრზე, როგორიცაა ტესტი.

 

სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი


  • Zurabi-Mereklishvili, giga65, goxnari -ს და 9 სხვებს მოგეწონათ ეს

#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 12 2013 - 14:40

ფიდერის ანკესები

პარამეტრი მესამე – ფიდერის ანკესების ტესტი

იმისათვის, რომ ფიდერის ანკესი გამოვიყენოთ მისთვის შესაფერის  პირობებში და მივიღოთ ოპტიმალური შედეგი, აუცილებელია ვიცოდეთ ანკესის ტესტი.

ფიდერის ტესტი გვაუწყებს დატვირთული მონტაჟის იმ მაქსიმალურ წონას, რომლის ტყორცნაც შესაძლებელია ამ ჯოხით

როგორც წესი, ამ პარამეტრს მწარმოებელი ფირმები ჯოხის ბლანკზე მიუთითებენ ხოლმე. ინგლისურ ჯოხებს ტესტი შეიძლება მითითებული ჰქონდეს ფუნტებში (lb).

 

1 სურ. – ტესტის მაჩვენებელი ფიდერის ანკესის ბლანკზე

1 suraTi.JPG  c-tech-rods_2012_0087_2.jpg

ფიდერები ტესტის მიხედვით დაყოფილია კონკრეტულ ჯგუფებად ანუ კლასებად.

ცნობილია ფიდერის ანკესების შემდეგი კლასები : light, medium, heavy და extra-heavy.

სხვადასხვა მწარმოებელი ფირმები ჯოხისთვის  კლასის მინიჭებისას არ მისდევენ რომნელიმე ერთ აღიარებულ კლასიფიკაციას, თუმცა გარკვეული კანონზომიერება ფიდერის ტესტსა და მის კლასს შორის დადგენილია და ყოველივე ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • კლასი light : ჯოხები ტესტით 40 გრამამდე (ამ ტიპის ჯოხებს „light – ფიდერის“ ნაცვლად უფრო ხშირად ეწოდებათ „პიკერი“);
  • კლასი medium : ჯოხები ტესტით 60–80 გრამი;
  • კლასი heavy : ჯოხები ტესტით 80–100 გრამი;
  • კლასი extra-heavy: ყველა ჯოხი, რომლის ტესტიც 100 გრამზე მეტია.

ხშირია, როდესაც ჯოხის ყიდვისას მასზე გვხვდება წარწერა  «Medium Heavy» ან, პირიქით, «Medium Light». ეს ნიშნავს, რომ ეს ფიდერის ჯოხი გარდამავალი კლასისაა (აწარმოებს რამდენიმე ფირმა). პირველ შემთხვევაში ჩვენ ხელთაა ე.წ. „საშუალო სიმძიმის“ ჯოხი ტესტით 90 გრ., ხოლო მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს „საშუალო სიმსუბუქის“ ჯოხთან ტესტით 50 გრ. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიდერის ტესტი ძალზედ მნიშვნელოვანი პარამეტრია და მისი გადაჭარბება არავითარ შეთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს დიდია ფიდერის გატეხვის ალბათობა მონტაჟის ტყორცნისას. მაგალითად, თუ ვთევზაობთ  150 გრამი ტესტის მქონე ჯოხით, საკვებით დატვირთული მონტაჟის წონა ამ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 135–140 გრამს.

 

სხვადასხვა ტესტის მქონე ანკესების გამოყენება

 

მსუბუქი ფიდერები (light)

ამ ტიპის ანკესების საშუალო სიგრძეა 3,0–3,3 მეტრი, ხოლო მონტაჟის წონა შეადგენს 30–40 გრამს. პიკერებისგან განსხვავებით, მსუბუქი ფიდერით ჩვენ შეგვიძლია უფრო მძლავრი ტყორცნის სესრულება, რაც საშუალებას მოგვცემს თევზჭერის დისტანცია 50 მეტრამდე გავზარდოთ. ამ კლასის ფიდერებზე ძირითადად ამაგრებენ მსუბუქ საკვებურებს – 28 გრამამდე. თევზაობენ მდგარ წყალზე ან სუსტი დინების მქონე მდინარეებზე . მსუბუქი ფიდერი შეიზლება ითქვას ძირითადი ძირითადი აღკაზმულობაა, როდესაც ვტევზაობთ ტბორებზე, პატარა ტბებზე ან სუსტი დინების მქონე პატარა მდინარეებზე. სპორტულ სეჯიბრებებზე ამ ჯოხებს იყენებენ მაშინ, როდესაც თევზჭერის დისტანცია არ აჭემატება 30–40 მეტრს და წერის ობიექტია 300–500 გრ წონის თევზი.

 

საშუალო კლასის ფიდერები (medium)

ან ჯოხების სიგრძე უკვე აღწევს 3,6 მეტრს და ისინი განკუთვნილია 60–70 გრ წონის მონტაჟით თევზაობისთვის. გამოიყენება როგორც ტბებზე, ისე სუსტი და საშუალო დინების მქონე მდინარეებზე სათევზეოდ. ამ კლისის ჯოხით შეგვიძლია მოვერიოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის თევზს, რომელიც კი შეიძლება დავიჭიროთ ჩვენს წყალსატევებში. საშუალო კლასის ფიდერის ანკესები ალბათ ყველაზე უნივერსალურია ყველა ფიდერის ჯოხებს შორის. ამ ჯოხების კომპლექტაციაში შედის ქვივერტიპები ¾ უნციიდან (21 გრ) 2–2,5 უნციამდე (56–70 გრ). გარდა ამისა, საშუალო კლასის ფიდერის ჯოხით შეგვიძლია ვითევზაოთ ნავიდან, რადგან ის არ არის ძალიან გრძელი. ამავე დროს ის იმდენად მძალევრიაცაა, რომ შვენ შევძლებთ სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ დიდ თევზსაც და არ მივცეთ მას ნავის ქვეშ შესვლის საშუალება. სპოტრულ შეჯიბრებებზე სასუალო კლასის ფიდერის ჯოხი შეუცვლელია, თუ ჭერის დისტანცია არ აღემატება 50–60 მეტრს და საჭიროა საშუალო წონის საკვებურების გამოყენება.

 

მძიმე ფიდერები (heavy)

ამ ჯოხების სიგრძე საშუალოდ 3,9–დან 4,2 მეტრეამდე მერყეობს, თუმცა გამოდის უფრო მოკლე ვერსიებიც – 3,6 მ. ამ ანკესით ადვილად შევძლებთ 60 გრამიანი საკვებურას ტყორცნას 60 მეტრზე, თუმცა თუ მეთევზე კარგად ფლობს ტყორცნის ტექნიკას 80 მეტრი მანძილიც არ იქნება მისთვის რთულად მისაღწევი. მძიმე ფიდერები იმდენად მძლავრია, რომ 100–150 გრამის წონის მქონე თევზის გამოყვანა საერთოდ ვერ შეიგრძნობა, ხოლო 1 კილოგრამამდე ეგზემპლარების გამოყვანა „ხელის მარტივი მოძრაობით“ სრულდება.

მძიმე ფიდერები აღჭურვილია 1–დან 3 უნციამდე ტესტის მქონე ქვივერებით, რაც საშუალებას გვაძლევს თევზჭერა ვაწარმოოთ როგორც მდგარი წყლის მქონე წყალსატევებში, ისე სალმაოდ მძლავრი დინებით გამორჩეულ მდინარეებში. ყოველივე ამის გამო თამამად შეიძლება ითქვას, რომ მძიმე კლასის ფიდერები ყველაზე უნივერსალური ჯოხებია სამოყვარულო თევზჭერისთვის სხვადასხვა პირობებში. სპორტსმენები კი მძიმე ფიდერებს მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ იყენებენ: შორი ძალისმიერი ტყორცნებისთვის, როდესაც საჭიროა საშუალო კლასისთვის შეუსაბამო საკვებურების გამოყებნება.

 

ზემძიმე ფიდერები (extra heavy)

ამ ჯოხებით სატყირცნი მონტაჟის წონა შეადგენს 200–ზე მეტ გრამს და ამ ანკესების სიგრძე ხშირად 5 მეტრს აღემატება. ზემძიმე ფიდერების დანიშნულებაა დიდ თევზის ჭერა დიდ და მძლავრი დინების მქონე მდინარეებზე და დიდ წყალსაცავებზე. სწორად აღჭურვილი ზეკლასის ფიდერით შესაძლებელია რეკეტას ტიპის საკვებურას ტყორცნა 120 მეტრ მანძილზე და არც ეს ნიშნულია ზოგიერთი სპორტსმენისთვის საბოლოო. დიდი სიგრძის გამო ეს ანკესები შეუცვლელია როდესაც საჭიროა თევზის „გადმოტარება“ წყალქვეშა დაბრკოლებებზე, საჭიროა მხოლოდ ვერტიკალურად დავიკავოთ ეს ჯოხი და ყველა დაბრკოლება ადვილად გადაილახება. სპორტულ შეჯიბრებებზე ამ კლასის ჯოხებს იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჰევი კლასის ჯოხებით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. უნდა აღინიშნიოს, რომ სპორტულ შეჯიბრებეზე 5 მეტრზე გრძელი ჯოხების გამოყენება აკრძალულია.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიდერის ანკესების არჩევისას შეიძლება შეგვხვდეს ისეთი ჯოხებიც, რომლების ტესტიც და სიგრძეც არ თავსდება ზემოაღნიშნულ კლასიფიკაციაში. შესაბამისად, ასეთი ჯოხების გამოყენების არეალიც ორ კლასს შორის იქნება – უფრო მსუბუქი კლასის ზედა ზღვარსა და უფრო მძიმე კლასის დიაპაზონის დასაწყისში.

 

სტატიის ავტორი თებგო ბინიაშვილი


  • Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili, misha -ს და 15 სხვებს მოგეწონათ ეს

#4 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 10 02 2014 - 20:52

 

ამ ჯოხებზე ვსაუბრობდი წნულების თემაში და გამეხარდებოდა თუკი ვინმე ამგვარ, ოღონდ ფიდერის ჯოხს დაამზადებდა ჩვენთან :) პირადად მე ვიყიდდი ;)


  • o.cho and Gio-ს მოეწონა ეს

#5 kvanto

kvanto

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 169 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი სოხუმი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:40

მადლობა თენგო. ასე სრულყოფილად და ამომწურავად ბევრი ვერ გაშლის თემას. გაიხარე!!



#6 kvanto

kvanto

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 169 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი სოხუმი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:44

SPRO-ს ფირმის ფიდერზე რა აზრის ხართ? 100გრ.ტესტი. სამი ქვივერით.
შედზენას ვფიქრობ და არ იქნებოდა უადგილო პროფესიონალთა რჩევა.
 
წინასწარ გმადლობთ.



#7 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 12:12

SPRO-ს  ფირმა ,როგორც ასეთი კარგი ფირმაა.თუ კონკრეტულად მოდელს დადებ უმჯობესი იქნება .



#8 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 12:44

SPRO-ს ფირმის ფიდერზე რა აზრის ხართ? 100გრ.ტესტი. სამი ქვივერით.
შედზენას ვფიქრობ და არ იქნებოდა უადგილო პროფესიონალთა რჩევა.
 
წინასწარ გმადლობთ.

მე მაქვს სპროს ფიდერი Dyno-Force, medium heavy, 3,9m, მოკლედ რაც შემიძლია გითხრა ძალიან კმაყოფილი ვარ, 3 წელია უკვე მაქვს ეს ჯოხი და ჯერჯერობით ფორმაშია :) თუმცა ფიდერით ისე აქტიურადაც არ ვთევზაობ, მაგრამ რასაც დავაკვირდი საკმაოდ ხარისხიანი და გამძლე ჯოხია, თამამად შეგიძლია აიღო სპროს ფიდერები, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ფასი/ხარისხის კომბინაციიდან გამომდინარე მშვენიერი ვარიანტია

 

აი ეს ჯოხია,

http://kiev.ko.sland...0g-ID7PFvn.html



#9 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 12:52

სპროს მედიუმ-ფიდერით ავიდგი მეც ფეხი :) მას შემდეგ კიდევ შევიძინე სპრო-ბარბელი, რომელიც ეხლაც ჩემი ერთ-ერთი ძირითადი ჯოხია. საქართველოს თასზე მაგით გამოვედი. ძალიან კარგი ჯოხია და ყველას ვურჩევ. ასე რომ მოგვწერე რა პარამეტრები აქვს შენ ჯოხს და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით :)


  • kvanto likes this

#10 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 17:11

SPRO BARBEL  მაქვს მეც ოღონდ მძიმე კლასის, 140გრამიანი ტესტით, 4,20მ და სწრაფი წყობით, ძალიან კმაყოფილი ვარ განსაკუთრებით შორ დისტანციებზე სათევზაოდ მშვენიერია. მსუბუქი ქვივერით კი ყველაზე დელიკატური კენკვის ამოცნობაც კი შესაძლებელია. მეც რამდენიმე ტურნირზე ვიხმარე და ნამდვილად გირჩევდი შესაძენად. მოკლედ, კარგი ფირმაა...



#11 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 21:28

მე მაქვს 3.9 მ 180 გრამიანი ტესტით. პატარა თევზის ჩარტყმას ძალიან უნდა დააკვირდე რო დაინახო.ვწვალობ ძალიან. მდინარისთვის ვიყიდე მარა არც მდინარეზე გამიმართლა,უბრალოდ დაბადების დღეზე მიყიდეს ბიჭებმა შარშან, თორე გავყიდიდი :) ჩემი ერთი წლის დაკვირვებით ფიდერზე მე ესე ვფიქრობ,რომ ყველაზე იდეალური 90 გრ ტესტიანი ჯოხი იქნება კარგი მდინარეზეც და ტბაზეც. თქვენ რას მირჩევთ ბიჭებო რამდენ გრამიანი ვიყიდო? :)


  • krixula likes this

#12 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 21:55

გააჩნია დამდგარ ტბაზე თევზაობ თუ დინებაზე, რა და რაზომის თევზზე თევზაობ დისტანცია და ა.შ ასე ვერ იტყვი, რომ ერთი ფიდერის ჯოხით ყველაფერს გაწვდე თუმცა მედიუმ, მედიუმ-ჰევი კლასის ჯოხი ანუ 80-100 გრამამდე უნივერსალობის ამბავში ალბათ ყველაზე მისაღებია. 


  • kvanto and krixula-ს მოეწონა ეს

#13 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 22:02

გააჩნია დამდგარ ტბაზე თევზაობ თუ დინებაზე, რა და რაზომის თევზზე თევზაობ დისტანცია და ა.შ ასე ვერ იტყვი, რომ ერთი ფიდერის ჯოხით ყველაფერს გაწვდე თუმცა მედიუმ, მედიუმ-ჰევი კლასის ჯოხი ანუ 80-100 გრამამდე უნივერსალობის ამბავში ალბათ ყველაზე მისაღებია. 

 

მეც მაგას ვუმიზნებ და ამ დღეებში ალბათ შევიძენ. :)


  • kvanto likes this

#14 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:33

მე პირადათ 3 ჯოხი მაქვს

 

1. 70 გრამიანი Spro

2. 100 გრამიანი Mitchell

3. და ეხლა ვიყიდე 150 გრამიანი Cormoran 


  • krixula likes this

#15 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:44

მე პირადათ 3 ჯოხი მაქვს

 

1. 70 გრამიანი Spro

2. 100 გრამიანი Mitchell

3. და ეხლა ვიყიდე 150 გრამიანი Cormoran 

Cormoran - ის 150 გრამიანი ექსტრა ჰევი ფიდერია დავით? მეც შევიძინე ახლახანს Cormoran ფიდერის ჯოხი, 4.2 მ, 180 გრამიანი ტესტით, ექსტრა ჰევი, ამ ჯოხზე დიდ გათვლებს ვაკეთებ :D


  • iasona and ვარაზი-ს მოეწონა ეს

#16 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 23:48

Cormoran - ის 150 გრამიანი ექსტრა ჰევი ფიდერია დავით? მეც შევიძინე ახლახანს Cormoran ფიდერის ჯოხი, 4.2 მ, 180 გრამიანი ტესტით, ექსტრა ჰევი, ამ ჯოხზე დიდ გათვლებს ვაკეთებ :D

სწორედ აკეთებ დიდ გათვლებს :) ,ჩათვალე, რომ ყველა ასპექტში "ვირივით" მუშა ანკესი გაქვს .



#17 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 11:22

ვერა და ვერ შევეჩვიე დიდ ჯოხებს... მიგდია და ვერ ვხმარობ DAIWA ProCaster 4.2, ტესტით 150გ. ამ სეზონე უნდა ავამუშავო თორემ ჩამომიტოვებთ დისტანციებში თქვენ )


  • David_D likes this

#18 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 15:31

მოგვიწევს გიგა, 

მეც მაგიტომ ვიყიდე, თორე თენგო მგონი უკვე 200 გრამს გადაცდა  :lol:  :lol:  :lol:



#19 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 23:22

   მე მეგობრებო ვხმარობ ასევე SPRO BARBEL 4.20 მეტრი და 140გრ ტესტი, მაგარი ჯოხია და სადაც დამჭირვებია შორი დისტანცია ყოველთვის მშვენივრად უმუშავია . . . ასევე ვიტყვი რომ თუ ლაით ქვივერს დააყენებ კიდე საკმაოდ მგრძნობიარეც ხდება :-) :-) ეხლა ვაპირებ კიდე მდინარესთვის 3.60 მეტრი და 150გრ დაივა ვინდკასტის შეძენას...მინდა მდინარეები ავითვისო ფიდერით კარგად . . .


  • David_D likes this

#20 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 23:29

მე მაქვს 3.9 მ 180 გრამიანი ტესტით. პატარა თევზის ჩარტყმას ძალიან უნდა დააკვირდე რო დაინახო.ვწვალობ ძალიან. მდინარისთვის ვიყიდე მარა არც მდინარეზე გამიმართლა,უბრალოდ დაბადების დღეზე მიყიდეს ბიჭებმა შარშან, თორე გავყიდიდი :) ჩემი ერთი წლის დაკვირვებით ფიდერზე მე ესე ვფიქრობ,რომ ყველაზე იდეალური 90 გრ ტესტიანი ჯოხი იქნება კარგი მდინარეზეც და ტბაზეც. თქვენ რას მირჩევთ ბიჭებო რამდენ გრამიანი ვიყიდო? :)

   ოთარ ჯობია ჯერ კარგად დაფიქრდე თუ სად სათევზაოდ გჭირდება ფიდერი და მერე გააკეთო არჩევანი, ამას იმიტომ გეუბნები რომ ჯოხების ნაირსახება ფიდერში დიდია და ყველას თავისი დატვირთვა აქვს და ეს დასაწყისშიც კარგად აქვს თენგოს ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ ფიქრობ რომ ჯოხი რომელიც შენ გინდა, უნდა იყოს, როგორც მდინარის ასევე მდგარი წყლის მაშინ სწორ არჩევანზე დგახარ და მაგ შემთხვევაში ყველაზე კარგი 90-100 გრამამდეა... თუმცაღა ჩქარ დინებაში მაგ ტესტის ჯოხით ვერ ითევზავებ . . .


  • ლონგინოზი likes this