"გრინმა და პულმა იჩხუბეს" | რა ხდება "გოლდენ სტეიტში?" » სპორტის ხაზი

"გრინმა და პულმა იჩხუბეს" | რა ხდება "გოლდენ სტეიტში?"

"გრინმა და პულმა იჩხუბეს" | რა ხდება "გოლდენ სტეიტში?"
7-10-2022, 23:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი გამოცემა ESPN წერს, "გოლდენ სტეიტის" სავარჯიშო სესიაზე 2 კალათბურთელს დაპირისპირება მოუვიდა.

აღნიშნული ინფორმაციით, ერთმანეთში ჩხუბი დრეიმონდ გრინმა და ჯორდან პულმა დაიწყეს. როგორც ირკვევა, ყველაფრის სათავე არაეთიკური საუბრის ერთმანეთში დაწყება იყო, რასაც თან მოყვა ფიზიკური დაპირისპირება. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დრეიმონდ გრინმა თანაგუნდელს მუშტი დაარტყა, შემდეგ კი სავარჯიშო სესია დატოვა.

დაპირისპირებაზე ისაუბრეს "გოლდენ სტეიტის" წარმომადგენლებმაც და თქვეს, რომ ჩხუბი მართლაც მოხდა, გრინთან კი მკაცრად გასაუბრებას გეგმავენ. გარდა ამისა, კომენტარი ბობ მაიერსმაც გააკეთა: "მსგავსი ფაქტები ხდება და ეს ცუდია, თუმცა გრინმა გუნდს და მათ შორის, ჯორდანს ბოდიში უკვე მოუხადა. რაც შეეხება სასჯელს, ჩვენ ამას პირადულად მოვაგვარებთ".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი