"კახა ჩემზე 11 წლით დიდია, მე მას მილანში შევხვდი" როგორ გაიცნო ანუკი არეშიძემ კახა კალაძე » სპორტის ხაზი

"კახა ჩემზე 11 წლით დიდია, მე მას მილანში შევხვდი" როგორ გაიცნო ანუკი არეშიძემ კახა კალაძე

"კახა ჩემზე 11 წლით დიდია, მე მას მილანში შევხვდი" როგორ გაიცნო ანუკი არეშიძემ კახა კალაძე
15-08-2023, 15:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ანუკი არეშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, მან კახა კალაძე იტალიაში გაიცნო.

"მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტახნის შემდეგ როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.

კახი სიყვარულს ჩუმად უთქმელად გამოხატავდა. თავლებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგოები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობს ანუკი.

კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის ქორწინებიდან 15 წელი გავიდა.

წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.

როგორ უცხოურ მედიაშია ცნობილი წყვილის უფროსი შვილი, ლევან კალაძე ნიდერლანდებში, ჰოლანდიურ პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბში AZ Alkmaar თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი