ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиოპერის თეატრი
ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხატვრო ხელმძვანელის დავით კინწურაშვილისგან განსხვავებით, თეატრის დირექტორი - ალექსანდე მოწონელიძე საკუთარი ნებით გადადგა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის დასსა და მენეჯმენტს შორის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. 

გადაწყვეტილების მიღებამდე კულტურის მინისტრმა დავით კინწურაშვილს, დირექტორთან ერთად, დღის ბოლომდე პოსტების საკუთარი ნებით დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა კინწურაშვილმა მოწოდება არ გაითვალისწინა და თანამდებობის დატოვების ნაცვლად თეატრში საკადრო ცვლილებები დაიწყო. 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები საპროტესტო აქციას მართავენ

„სამუშაო დღე დასრულდა. ოპერისა და ბალეტის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება და შესაბამისი განცხადებით მოგვმართა. თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ დავით კინწურაშვილს აქამდე განცხადება არ მოუტანია. ამიტომ მე უკვე გავეცი შესაბამისი განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. ბრძანება, რომელიც ამ წუთებში მზადდება ხელმოწერისთანავე შევა ძალაში. ასევე გავეცი განკარგულება, რომ ჩვენმა აუდიტმა შეისწავლოს თეატრის მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირია საჭირო. ამიტომ დროებით ალექსანდრე მოწონელიძე შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხოლო შემდგომში ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამინისტრო იმსჯელებს და თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს“, — განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სამსახურიდან დათხოვნილია დასის რამდენიმე წევრი, რომლებიც კოლექტივის ნაწილთან ერთად სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვდნენ. დღეიდან ვაკანტურია თეატრის დირექტორის პოსტიც. 

 

ყველა ახალი ამბავი
0