თემურ წიკლაური: ამ ქვეყნად რასაც დაირქმევ, ის ხარ

© courtesy of Temur Tsiklauriსაქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური
საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა

22 იანვარს საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახალხო არტისტის, ანსამბლ „ივერიას“ სოლისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიჭიერი მომღერლის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. 

„Sputnik-საქართველოსთან“ შარშანდელ ინტერვიუში გულწრფელად თქვა, კაცი ამ ქვეყნად რასაც დაირქმევ, ის ხარ, მე დღემდე ბალღად ვრჩებიო.

და მართლაც ბალღური სიმორცხვით გამოტყდა – დაბადების დღის გადახდა ყოველთვის მრცხვენია ხოლმე, რა გავაკეთე ისეთი, რომ არიქა, ქვეყანა შევძრა და ეს დღე აღვნიშნოო. 

არადა, გააკეთა! იმდენი გააკეთა, რომ ქართული ესტრადისა და მუსიკალური ისტორიის ნაწილი გახდა. 

და რადგან თავად იმორცხვებს, ჩვენ აღვნიშნოთ თემურ წიკლაურის დაბადების დღე და მისივე სიმღერებით მივულოცოთ იუბილე. 

ყველა ახალი ამბავი
0