Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვასო ფხაკაძე მოდელ ცოლთან ერთად პოზირებს - როგორ გამოიყურება წყვილი

© photo: Vaso Pkhakadze / FBვასო ფხაკაძე
ვასო ფხაკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვასო ფხაკაძე სელებრითებს შორის დიდი პოპულარობით არა მხოლოდ იუმორის გრძნობის გამო სარგებლობს. მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. იუმორისტის განსაკუთრებული განხილვა მასზე ბევრად უმცროსი ცოლის მოყვანის შემდეგ დაიწყეს.

კოლეგები ვასო ფხაკაძის დაოჯახებას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ტელესახე ჰყვება, რომ ბევრმა მეგობარმა ხელიც კი ჩაიქნია მის დაქორწინებაზე. მაგრამ სიყვარული უეცრად მოვიდა და ვასოს გულში სამუდამოდ შეიჭრა. საზოგადოებაში ინფორმაციამ მალე გაჟონა. აღმოჩნდა, რომ ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ და ეს ურთიერთობას უფრო ამყარებს. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მშვენიერი ლიკუნა მეტრეველია. ასაკობრივი სხვაობის გამო ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა.

ვასოს უპოზიტიურესი უკვე დიდი ოჯახი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. მოდელი მეუღლე კარიერას არ წყვეტს და ქართველი დიზაინერების ჩვენებებზე აქტიურად გამოდის. ვასო, თავის მხრივ, ქალიშვილებსა და მეუღლეს ყველაფერში ეხმარება. მას პირველი შვილი 2015 წელს შეეძინა. გოგონას ნინა დაარქვეს. უფროსი ნინა ფხაკაძე მამის იდენტურია. წლების შემდეგ მშობლებმა პატარა გოგონას და – ნიტა ფხაკაძე აჩუქეს. როგორც ჩანს, გოგონები ძალიან მეგობრობენ.

პატარა ანგელოზებს მამას ამსგავსებენ. ნინა 4 წლის, ხოლო ნიტა 2 წლისაა. როგორც ლიკუნა ამბობს, იუმორისტი მზრუნველი მამაა. მშვენიერი ქალიშვილების ჩვილობისას აქტიურად ჩაერთო მათ მოვლაში, დაბანასა და საჭმლის მომზადებაში. ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ ხუთი წელია, რაც ცოლის მოყვანაზე აღარავინ არაფერს ეკითხება, ახლა მის ცხოვრებაში აქტუალური თემაა – „ბიჭი როდის გეყოლება?!“

ცნობილი წყვილის ოჯახში მუდამ სიცილ-კისკისია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ვასო ბავშვებთან დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს, ეს ფოტოებზეც კარგად ჩანს. პატარა გოგონები დედის თუ მამის ფოტო-ვიდეოგადაღებებს ხშირად ესწრებიან.

ყველა ახალი ამბავი
0