ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინები
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიით ექიმი სტომატოლოგია. თოჯინების კეთება კი მისთვის საყვარელი საქმიანობა და ჰობია. თვითნასწავლი მეთოჯინეა, მისი ნამუშევრები ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მნახველში.

საქართველოში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონებს რა გამოლევს... ისინი ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანამედროვეობას და ნამუშევრებში თანამედროვე ხელოვნების მიღწევები გამოიყენონ. მათ შორისაა უნიჭიერესი მეთოჯინე თეა მინდაძე, რომელიც თავის ნამუშევრებზე დიდი სიყვარულით მოგვითხრობს.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძე და მისი ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძე და მისი ხელნაკეთი თოჯინა

- სიმართლე გითხრათ, არასოდეს მქონია განსაკუთრებული ინტერესი თოჯინებისადმი, მაგრამ ყოველთვის გატაცებული ვიყავი ხელსაქმით. ძირითადად აქსესუარებს ვამზადებდი. თოჯინების დასამზადებლად მარტო ძერწვა არ არის საკმარისი, უნდა იყო დიზაინერი, მეწაღე, დალაქი და, რაც მთავარია, უნდა გქონდეს ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი. ერთი სიტყვით, ფანტაზია და მარჯვე ხელებია საჭირო.

© photo: courtesy of Tea Mindadzeმხატვარი ზურაბ მარტიაშვილის ნახატის მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
მხატვარი ზურაბ მარტიაშვილის ნახატის მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი თოჯინა

- თქვენი თოჯინები ძველებურ სამოსში არიან გამოწყობილი, რატომ აირჩიეთ მათთვის ეს სტილი?

- კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან ჩემი თოჯინები გამოწყობილი ძველებურ სამოსში, არ არსებობს. ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და, ვფიქრობ, ძალიანაც უხდებათ.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა

- სამოსსაც თქვენ უკერავთ?

- აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ხედავთ, საკუთარი ხელით მაქვს შექმნილი და ზუსტად ამაშია მთელი ხიბლიც.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა

- ჰყავთ თქვენს თოჯინებს პროტოტიპები, თუ მხოლოდ ფანტაზიით ქმნით?

- ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი მაქვს, ამიტომ ჩემთვის არ არის აუცილებელი პროტოტიპის არსებობა, თუმცა შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს. მაგალითად, მხატვარ ზურაბ მარტიაშვილის ნახატის მიხედვით გავაკეთე ორი თოჯინა. ასევე არაჩვეულებრივი მხატვრის ირმა კუსიანის ნახატის მიხედვით მაქვს შექმნილი ერთი თოჯინა.

© photo: courtesy of Tea Mindadzeირმა კუსიანის ნახატის მიხედვით შესრულებული ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
ირმა კუსიანის ნახატის მიხედვით შესრულებული ხელნაკეთი თოჯინა

- რა მასალით იქმნება თქვენი თოჯინები?

- მასალებს რაც შეეხება, ეს გახლავთ პოლიმერული თიხა და სხვა დამატებითი მასალები, როგორიცაა მავთული, სინტეპონი და ა.შ.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა

- როგორ ახერხებთ, რომ თქვენი თოჯინები ნამდვილ ადამიანებს ჰგავდნენ?

- ეს გამოცდილების შედეგია. როდესაც ბევრს მუშაობ, დროთა განმავლობაში ისინი იხვეწებიან და ადამინებს ემსგავსებიან, ეს თავისთავად ხდება.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა

- გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას, ან პერსონალური გამოფენა თუ გქონიათ?

- პირველი გამოფენა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, იყო ფოლკლორის ცენტრში. შემდეგ 2015 წელს პრაღაში საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინე ჩემი ნამუშევრები. ყველა საერთაშორისო გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც საქართველოში ტარდება ყოველწლიურად. პერსონალური გამოფენა, სამწუხაროდ, არ მქონია.

© photo: courtesy of Tea Mindadzeმხატვარი ზურაბ მარტიაშვილის ნახატის მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
მხატვარი ზურაბ მარტიაშვილის ნახატის მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი თოჯინა

- შეგიძლიათ ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ნამუშევარი გაიხსენოთ?

- ყველაზე საპასუხისმგებლო იყო სამი ნამუშევარი. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ორი ზურაბ მარტიაშვილის შემოქმედების მიხედვით არის შექმნილი და ერთი ირმა კუსიანის. ვფიქრობ, ეს ყველაზე საპასუხისმგებლო იყო, რადგან ვალდებული ვიყავი ღირსეულად შემესრულებინა ეს ნამუშევრები. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია, რადგან გარკვეულ ჩარჩოებში ხარ მოქცეული. მაგრამ, ვფიქრობ, წარმატებით გავართვი თავი და ის შედეგი, რაც მივიღე, ნამდვილად ღირდა წვალებად.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინა

- ალბათ არაერთი ადამიანის ოჯახში ინახება თქვენი თოჯინები...

- ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებთანაც დაიდეს ბინა ჩემმა თოჯინებმა. თუმცა გამოვყოფ ერთ ადამიანს, რომელთანაც ჩემი რვა თოჯინა ცხოვრობს. ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელში ნახა. ძალიან უყვარს თოჯინები. ჩემმა თოჯინებმაც არ დატოვა გულგრილი, იმდენად მოეწონა, რომ რვა თოჯინა შეიძინა. ძირითადად სოციალურ ქსელში განთავსებული სურათების საშუალებით ხდება მათი შეძენა.

© photo: courtesy of Tea Mindadzeთეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინები
ქართველი მეთოჯინეები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელებს - თეა მინდაძის საოცარი შემოქმედება - Sputnik საქართველო
თეა მინდაძის ხელნაკეთი თოჯინები

- საქართველოში შესაბამისად ფასობს მეთოჯინეობა?

- საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან დაფასდა მეთოჯინეობა. ვფიქრობ, ეს იმ   გამოფენების დამსახურებაა, რომლებმაც უკვე ყოველწლიური ხასიათი მიიღო საქართველოში. არ გეგონოთ, რომ ქართველი მეთოჯინეები რამით ჩამოუვარდებიან უცხოელ მეთოჯინეებს. ძალიან ვამაყობ თითოეული მათგანით და ვგულშემატკივრობ მათ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს ყველაფერი საოცარი ადამიანის იულია სოროკინას დამსახურებაა, რომელმაც ყველას ერთად მოგვიყარა თავი და გაგვაერთიანა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტული სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე არ მაქვს. მივყვები ცხოვრების დინებას ჩემს თოჯინებთან ერთად და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ყველა ახალი ამბავი
0