Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აპრილის შემდეგ 17 კილოგრამი დავიკელი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გახდომის საიდუმლოს ამხელს

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. 18-საათიანი დიეტა, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეებიც აქტიურად მიმართავენ. სწორედ ამ დიეტით დაიკლეს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გახდომის საიდუმლოს სოციალური ქსელის მომხმარებლებს უზიარებს.

როგორც ჟორჟოლიანი წერს, აპრილის შემდეგ 17 კილოგრამი დაიკლო და ეს 16-საათიანი რეჟიმით მოახერხა. ახლა კი 24 საათში 18 საათი შიმშილობს და სასურველ წონას ადვილად ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ჭამს ხაჭაპურს, ნამცხვარს და ყველა იმ საკვებს, რაზეც ადრე საკუთარ თავს უარს ეუბნებოდა.

„თუ თავიდან კლება არ იქნება, არ დანებდეთ. კლება ნელია, მაგრამ როცა დარღვევა მოგინდებათ, არ იმატებთ მაშინვე. მე 6 თვის შემდეგ დავარღვიე პირველად და, ზოგადად, ამ ხნის მანძილზე დარღვეული მაქვს 4-ჯერ. ამიტომ არ შეეჩვიოთ დარღვევას“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

18-საათიანი დიეტის დროს 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში – მხოლოდ წყალი. ამ პერიოდის განმავლობაში არ მიირთმევთ არც ჩაის და არც ყავას.

თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ აღნიშნული რეჟიმის ზუსტად დაცვას, შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8 საათის მერე შუადღის 2 საათამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, 7-ის მერე შუადღის პირველ საათამდე.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ თუ მოკლე დროში გსურთ სასურველი შედეგის მიღწევა, რაციონში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა, სრულად ამოიღეთ გაზიანი სასმელები.

ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
დაიკელით უსაფრთხოდ და სწრაფად: დიეტა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასურველი წონა დაიბრუნა

თუ 18-საათიანი შუალედის დაცვა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ 16-საათიანი დიეტით და შემდეგ გაზარდოთ შუალედი. აღნიშნული დიეტის დროს მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, ან დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ დაკლებულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე სწრაფად, როგორც ეს სხვა დიეტების შემდეგ ხდება. გაითვალისწინეთ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს.

ყველა ახალი ამბავი
0