ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ამერიკული ზღაპარი - გლამურული დასვენების დეტალები

© Photo: Nanuka Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
ნანუკამ და „ზარაფხანას“ ხელმძღვანელმა დასავლეთ ჰოლივუდი დაიპყრეს. წყვილი რამდენიმე თვეა შტატებში იმყოფება. მათი ყოველდღიური ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა. წყვილი მოგზაურობის კადრების გამოქვეყნებას არ იშურებს
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკას სტუმრობს, წყვილი ლოს-ანჯელესში დაუვიწყარ დროს ატარებს. ვარსკვლავური წყვილი ახლა ყურადღების ეპიცენტრშია. ნანუკას ფეხმძიმობა განსაკუთრებულად მოუხდა და მოგზაურობისთვისაც სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. „შენზე ლამაზი ფეხმძიმე არ არსებობს”, „ამაზე მეტად მოხდენა რამის აღარ არსებობს, ხშირად უნდა იყო ორსულად. სამყაროში ყველაზე დიდი სილამაზე ეს არის და შენ ამის განსახიერება ხარ”, - უწერენ ნანუკას კომენტარებში და აღნიშნავენ, რომ მოდელი შესანიშნავ ფორმაშია.
View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირველ შვილს ელოდება. ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი.
View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. „მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.
View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

პოპულარული მოდელი ცხოვრების დეტალებს „ფოლოვერებს“ აღარ უმალავს, მეტიც, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე მან მორიგი გამოკითხვაც ჩაატარა, რომელსაც პასუხებს თავისუფალ დროს სცემს. როგორც ჩანს, სუპერ-მოდელს ცხოვრებისეული თემების განხილვა განსაკუთრებულად ხიბლავს.
ყველა ახალი ამბავი
0