ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილს ვეღარ იცნობთ – ნახეთ როგორ გაიზარდა ანასტასია

© Facebook / Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
პოპულარული ოჯახი წლების მანძილზე აქტუალობას სხვადასხვა ხერხით ინარჩუნებს. საზოგადოებას ოჯახის ყველა წევრთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს. ოჯახის უმცროსი ქალიშვილი ძალიან შეიცვალა.
მომღერალი ზურა ხაჩიძე და მისი ცნობილი მეუღლე ხათუნა ჟორდანია დიდი და საპასუხისმგებლო გამოწვევის წინაშე დგანან. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინი ქარსელაძის დედა ავად არის და ამის გამო ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი დასჭირდა. ხათუნა და ნინი სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრნენ. ხათუნა ჟორდანია ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში მომღერალი ქმარი ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. მან ერთგულ მსმენელს რამდენჯერმე ლოცვისა და თანადგომისკენ მოუწოდა.
ოჯახის უმცროსი წევრი ანასტასია ხაჩიძე კარგა ხანია ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. რამდენიმე წლის წინ, პატარა ასაკში ის დასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რეიტინგული თოქ-შოუების ხშირი სტუმარი იყო. ანასტასია ბავშვობიდან ნახევარდასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა.
როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან მოხდენილად ცეკვავს. მის შესრულებას მშობლები ინტენსიურად აქვეყნებენ. მუსიკალური გოგონა ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. ამას გარდა, ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს საკუთარი ხელით ქმნის და გაყიდული ნივთების თანხით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.
ქსოვა, ქარგვა და კერვა გოგონას დედამ ასწავლა. ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ ანასტასიას სახელი მარტივად შეურჩიეს. ყველამ იცის, რომ ზურა მშობლების გარეშე იზრდებოდა. მას ბებია ანასტასიამ და ბაბუამ მოუარეს და გაზარდეს. ბებია ექიმი ჰყავდა, სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა ერთადერთ ქალიშვილს სახელი.
უმშვენიერესი და უცხო გარეგნობის გოგონა დედ-მამას თანაბრად ჰგავს. ხათუნა ჟორდანიასგან ჟღალი თმები და მზისფერი კანი გადაეცა, ხოლო მამისგან სახის ულამაზესი ნაკვთები აქვს. ანასტასია და ნინი ქარსელაძე ბავშვობიდან ძალიან მეგობრობენ. ნინი აღნიშნავს, რომ ანასტასიას დაბადებას ეჭვიანობა არ მოჰყვა, რადგან მანამდე ის და ზურა ხაჩიძე ძალიან დამეგობრდნენ. აშკარაა, რომ ანასტასიას ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ზურა მას ანებივრებს და ყველა სურვილს დაუფიქრებლად უსრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0